რუმინეთში დასრულდა რეფერენდუმი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების საკითხზე
რუმინეთში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ორდღიან საყოველთაო რეფერენდუმზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს აიკრძალება თუ არა ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება. რეფერენდუმამდე 10 დღით ადრე საკონტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს პირად და საოჯახო ცხოვრებაში უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორც ჰეტეროსექსუალებს და უნდა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული მათი უფლებების და ვალდებულებების აღიარებით. რეფერენდუმი შემდგარად რომ ჩაითვალოს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს საარჩევნო ხმის მქონე მოქალაქეების 30 %-ზე მეტმა. 7 ოქტომბერს, შუადღის მონაცემებით კი აქტივობა შეადგენდა 15%-ს. რუმინეთში ოჯახი, ახლანდელი გაგებით, მეუღლეებს შორის ქორწინებაა. კონსერვატიულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სურთ, რომ ეს შეიცვალოს და კონსტიტუციაში ცხადად ჩაიწეროს, რომ ქორწინება ხდება ქალსა და კაცს შორის.