„ვივუსთან“ მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის – მდინარაძე
უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ვივუსთან” დაკავშირებით გარკვეული პრობლემა იყო, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის. „იყო პრობლემატური საკითხები, მათ შორის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც მოგვარდება პრობლემები”, – განაცხადა მდინარაძემ. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია […]