საფრანგეთში დაპატიმრებულია 500-ზე მეტი დემონსტრანტი
იუწყებიან, რომ პარიზის ცენტრსა და ელისეს მინდვრებზე მოხდა შეტაკება პოლიციასა და ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციის მონაწილეებს შორის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ იყენებს პოლიცია ცრემლმდენ გაზს ანტისამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ. სამართალდამცველები აკავებენ აგესიულად განწყობილი აქციის მონაწილეებს, ართმევს მათ ბეისბოლის ბიტებს და სხვა აღჭურვილობას.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, სულ დაკავებულია 500-ზე მეტი კაცი, თანაც მათი ნახევარი აქციის დაწყებამდე დააკვეს. ანტისამთავრობო დემონსტრაციების შაბათ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო. იუწყებიან, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში, კალეს რეგიონში დემონსტრანტებმა გადაკეტეს მაგისტრალი, რომელიც ევროგვირაბით ბრიტანეთის კუნძულს აკავშირებს.
დღევანდელი აქციის დაწყებამდე ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება მოსალოდნელი არეულობის თაობაზე, რომლის წინაშეც გამოიყენებდნენ კანონიერ ძალას. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიღებულია პარიზში, სადაც მობილიზებულია 8 ათასი პოლიციელი. მთლიანად საფრანგეთის მასშტაბით წესრიგის დასაცავად ხელისუფლებამ 89 ათასი პოლიციელი გამოიყვანა ქუჩებში. დაკეტილია ეიფელის კოშკი, ლუვრი და სხვა მუზეუმები. გაუქმდა სხვადახვა საჯარო ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთის მატჩები. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთში დაიწყო ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების პასუხად, რაც საწვავზე ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს. ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში უარი თქვა ამ ნაბიჯზე, მაგრამ დემონსტრაციები გრძელდება და მათი მონაწილეები უკვე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთელ ეკონომიკურ პოლიტიკას უპირისპირდებიან.