მაგნიტოგორსკში რვამდე გაიზარდა სახლის ნაწილის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რვამდე გაიზარდა მრავალსართულიანი სახლის ნაწილის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ იუწყებია საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოპერატიული შტაბიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია შენობის სხვა ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო.
ჩელიაბინსკის ოლქში 2 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო დაინგრა 31 დეკემბრის დილას, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად. უცნობი რჩება 36 ადამიანის ბედი. დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
2017-2018 წლებში რუსეთში აღირიცხა საცხოვრებელ სახლებში საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების, სულ ცოტა, 44 შემთხვევა.