ყურძნის შემცირებული მოსავლის მოლოდინში
იმერეთის სოფლებში რთველი ჯერ არ დაწყებულა და როგორც მევენახეები და მეღვინეები ამბობენ, ყურძნის კრეფას ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ, რადგან, ნოტიო კლიმატის გამო, ადგილობრივი ციცკას, ცოლიკაურისა და კრახუნას ჯიშის ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა.