ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას. ევროკავშირის საელჩომ მისი კომენტარი გაავრცელა:
,,ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად".