ევროკავშირი ყირიმის „უკანონო ანექსიისთვის“ რუსეთს აკრიტიკებს
ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია და მძაფრი კრიტიკა გამოხატა კრემლის მიმართ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა 17 მარტს, მოსკოვის მიერ ყირიმის ოფიციალური მიერთების ხუთი წლისთავის წინა დღეს, რომ ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი იმეორებს, რომ არ აღიარებს და კვლავაც გმობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
კრემლის პრეს-სამსახურმა17 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წლისთავს ყირიმში და შავი ზღვის ნავსადგურ სევასტოპოლში ჩასვლით აღნიშნავს.
მოგერინიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან „საერთაშორისო სამართლის დარღვევამ მოიტანა ქერჩის ყურეში და აზოვის ზღვაში სახიფათო ზრდა დაძაბულობისა“.
ევროკავშირი, გაიმეორა მოგერინიმ ბრიუსელის მოთხოვნა მოსკოვისადმი, „მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული უკრაინელის მეზღვაურები, გემები და აღჭურვილობა უპირობოდ და გადადების გარეშე“. მან დაგმო რუსეთის მიერ ქერჩის ხიდის აგების ფაქტი და თქვა, რომ ეს აქტი უკრაინის ნებართვის გარეშე კვლავაც წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევს.
მოგერინის თანახმად, ევროკავშირი არ აღიარებს, და მომავალშიც ამავე პოზიციაზე დარჩება, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე არჩევნების მოწყობას.
მოგერინიმ დაადანაშაულა მოსკოვი ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარების გაუარესებაში რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ.