სალომე ზურაბიშვილი: ბრექსიტი არის შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შანის, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, რათა მაქსიმუმი გამოვიტანოთ. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიდის და ევროპა სურს, არ უნდა მოეპყრონ იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც ევროპიდან გადის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ცალკეული ქართველი ექსპერტების მხრიდან.
საქართველოს ყოფილმა ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის „განცხადება საერთაშორისო არენაზე არასასიამოვნო კითხვებს გააჩენს, მათ შორის კომპეტენტურობის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნავს ბადრიძე.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის "ბრექსიტთან" დაკავშირებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არასერიოზული ხასიათი აქვს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.