SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ხომალდი Dragon-ი
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა კოსმოსური ხომალდი Dragon-ი. სტარტის ტრანსლაცია YouTube-ით ხდებოდა შაბათს დილით.
გაშვება შედგა გადადებული სტარტების სერიის შემდეგ, რაც ტექნიკური გაუმართაობით იყო გამოწვეული. სატვირთო ხომალდი სადგურზე ჩაიტანს საკვებს და სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო ტექნიკას.
მზიდი რაკეტის პირველი საფეხური დაბრუნდა ავტომატიზებულ ბარჟაზე ფლორიდის სანაპიროს მახლობლად. მზიდი რაკეტა Falcon 9-ის გაშვება, რომელსაც „ათასწლოვანი შევარდენი“ ეწოდა იმ ხომალდის საპატივცემულოდ, რომელიც საკულტო ფილმ „ვარსკვლავეთის ომში“ ფიგურირებს, SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდის მე-17 წარმატებული კომერციული გაშვებაა.