ლატვია სსრკ-ისგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს
4 მაისს ლატვია სსრკ-ისგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს. შესაბამისი დეკლარაცია 1990 წელს იქნა მიღებული ლატვიის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ. ლატვიაში ამ თარიღს ქვეყნის მეორედ დაბადებასაც უწოდებენ.
მთელი დღის განმავლობაში ლატვიის დედაქალაქ რიგასა და სხვა ქალაქებში იმართება საზეიმო ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.
ეკაბპილსში გაიმართა სამხედრო აღლუმი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მასში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა. თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს, რომლებიც ლატვიელ ჯარისკაცებთან ერთად იცავენ სახელმწიფოს.