მამუკა ბახტაძე საბანკო რეგულაციების გადახედვას გამორიცხავს
გადახედვას გამოვრიცხავ , აქ საუბარია დაკორექტირებაზე, გენერალური ხაზიდან გადახედვას გამოვრიცხავ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გადახედვის შესახებ დასმულ შეკითხვას. პრემიერი განმარტავს, რომ რეალურად პოზიცია არის ერთი და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ გადაიხედება. თუმცა ბახტაძე აცხადებს, რომ თუ ციფრები რომელიმე სექტორის განვითარების შეფერხებას აჩვენებს, რეაგირება მყისიერი იქნება. „მაკროეკონომიკურად, ისევე […]