მე-9 უბანზე დამკვირვებელს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. თავი შეუძლოდ იგრძნო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა ელგუჯა შაფათავამ.
მისი კოლეგები აცხადებენ, რომ დამკვირვებელი მძიმე დღის შედეგად გადაიღალა. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის დახურვიდან მალევე შენობიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, რომელიც რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
როგორც საუბნო კომისიის წევრები აცხადებდნენ, დეპუტატს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მას ხმის დათვლის პროცესის დასწრების საშუალებას მისცემდა. შეუძლოდ გამხდარი დამკვირვებლის ელგუჯა შაფათავას კოლეგები აცხადებენ, რომ ახლა ის თავს უკეთ გრძნობს და შესაძლებელია უბანზეც კი დაბრუნდეს.