მუმუკა ბახტაძე: ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით იმაჯვებენ ყველა საარჩევნო ოლქში.
ბახტაძის თქმით, მეორე ტური, შესაძლოა, მხოლოდ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა პირველივე ტურში და „თუ ხელისუფლება გამოაცხადებს პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოლოდინზე, ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩევლის არჩევანზე დაფიქსირებულზე თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თქვენ მოისმიენთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, როგორი სტანდარტის არჩევნებს ვატარებთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომლის თქმითაც, სარჩევნო კომისიას უნდა მიეცეს საშუალება ნორმალურ და ცივილიზებულ გარემოში დაასრულოს თავისი სამუშაო, რათა დროულად გამოქვეყნდეს საბოლოო მონაცემები.