შალვა შავგულიძე ოპოზიციურ ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, მან გამარჯვება მოიპოვა მთაწმინდის ოლქის 12 უბანზე, 23 უბნიდან.
შავგულიძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან ერთად გამართა ბრიფინგი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდა მეორე ტურში აქტიურობა გამოიჩინონ.