აშშ-ის პრეზიდენტს სკოლების თანამშრომელთა შეიარაღების იდეა აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლის მოწავლეებს. 14 თებერვალს, ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით, სკოლაში მოკლა 17 ადამიანი. ახალგაზრდებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, შეცვალოს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის სისტემა და კონტროლი გაამკაცროს. დონალდ ტრამპი მათ დაპირდა, რომ გაძლიერდება ცეცხლსასროლი იარაღის შემძენთა პირადი მონაცემების შემოწმება, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის მოისმინოს და განახორციელოს ნებისმიერი გონივრული იდეა... Читать дальше...