შავი ზღვის უნივერსიტეტი: ავტორიზაციის საბჭომ უსამართლოდ შეგვიზღუდა სტუდენტების მიღება
თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც იუწყება, რომ ავტორიზაციის საბჭომ მას უსამართლოდ შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით. განცხადების თანახმად, უნივერსიტეტმა აპრილში წარმატებით გაიარა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანელი სპეციალისტი, ენდი გიბსი და შემდეგ, აგვისტოში მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ექვსი წლით მიენიჭა ავტორიზაცია. Читать дальше...