დავით კირკიტაძე პოლიციაში მისვლას თავად აპირებს
„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან“-განუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“. იგი ამბობს, რომ ემზადება და თავად აპირებს პოლიციაში მისვლას. „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ეს არის აგონიაში მყოფი მშიშარა ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ ამ მეთოდით ეურთიერთონ ოპოზიციასა და ხალხს,“ - აღნიშნა დავით კირკიტაძემ. Читать дальше...