იაპონიაში დაიწყო ტახტიდან იმპერატორის გადადგომის რიტუალი
იაპონიაში მიმდინარეობს იმპერატორი აკიჰიტოს გადადგომის რიტუალი. 85 წლის მონარქი იმყოფებოდა კაშიკოდოროს ტაძარში, სადაც ტრადიციის თანახმად, მზის ღმერთს, ამატერასს აცნობა იმპერატორის ტახტიდან წასვლა. ტახტიდან გადადგომის ოფიციალური ცერემონია გაიმართება იპერატორის სასახლეში, სადაც აკიჰიტო გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმპერატორს მადლობას გადაუხდის.