რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პოტენციური "გლობალური ტირანიის" პრელუდიაა-ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში უკრაინის წარუმატებლობამ შეიძლება "ტირანიისა და არეულობის სამყარომდე" მიგვიყვანოს. ამის შესახებ ოსტინმა, 19 ნოემბერს, ჰალიფაქსში (კანადა) უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "პუტინის თანამოაზრე ავტოკრატები აკვირდებიან. და მათ შეიძლება დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება მათ ნადირობის საკუთარ ლიცენზიას მისცემს. და ამან შესაძლოა ბირთვული გავრცელების საშიში სპირალი გამოიწვიოს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. Читать дальше...