ნინო სუხიშვილის მეუღლე, ზურა ლეჟავა გარდაიცვალა
ნინო სუხიშვილის მეუღლე, ზურა ლეჟავა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა ალექსანდრე გალდავა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა 2022 წლის ნოემბერში ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი სქროლით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.