მედია: სანკტ-პეტერბურგში სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს
რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური იტყობინება.
ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ მას ბრალი კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის მუხლით წაუყენეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სულ მცირე სამი ქალი დააკავეს ლესია უკრაინკას ძეგლთან.
სამართალდამცველებმა მოქალაქეების მიერ მიტანილი ყვავილებისგან ადგილის გასუფთავება მოითხოვეს.
გარდა ამისა, ეკატერინბურგში სამი ადამიანი დააკავეს აქციაზე ყვავილების მიტანის გამო.
მოქალაქეები პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს ასევე ირკუტსკსა და რუსეთის კიდევ სხვა ქალაქებში.