უკრაინის მხარდამჭერმა რუსმა აქტივისტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო
რუსმა აქტივისტმა, დარია პოლიუდოვამ, რომელსაც ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამართლებისთვის 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კოლონიაში შიმშილობა გამოაცხადა. მისი დედის ინფორმაციით, დარია უკვე სამი დღეა შიმშილობს, მაშ შემდეგ, რაც საკანში სამართებელი შეუგდეს, რაც ციხის რეგულაციებით, აკრძალულ საგნად ითვლება. გარდა ამისა, თავად პატიმრის მონათხრობით, უპირებენ გადაყვანას სამრეწველო ზონაში, სამკერვალო საწარმოში, მიუხედავად იმისა, რომ მან კერვა არ იცის. დარია პოლიუდოვა მოძრაობა „მემარცხენე წინააღმდეგობის“ დამფუძნებელია. Читать дальше...