დმიტრი პესკოვმა აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა.
„რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის მცველების უკრაინაში დაბრუნებით თურქეთმა და უკრაინამ შეთანხმების პირობები დაარღვიეს“, – აცხადებს პესკოვი.
შეთანხმება გულისხმობდა, რომ აზოვსტალის მცველები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ.