საუდის არაბეთის მეფე ირანს ადანაშაულებს ტერორისტების მფარველობაში
ირანის მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეულმა საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თეირანი დაადანაშაულა „ტერორისტული შეიარაღებული ფორმირებების“ მხარდაჭერაში, რაც, არაბი მონარქის თანახმად, საფრთხეს უქმნის ნავთობის გლობალურ გასაღებას და მთელ რეგიონს.
მექაში, 1 ივნისს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს მეფე სალმანმა ტერორისტულ აქტად შეაფასა გაერთიანებულ არაბთა საამიროს სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე განხორციელებული ამასწინანდელი თავდასხმა და უპილოტო თვითმფრინავის შეიარაღებული იერიში საუდის არაბეთის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე.
საუდის არაბეთის მეფე აცხადებს, რომ სწორედ ირანი დგას იემენელი ჰუთი მეამბოხეების უკან, რომლებმაც დრონით განახორციელეს შეტევა ნავთობსადენზე
სუნიტური საუდის არაბეთი, რომელსაც აშშ-ი უჭერს მხარს, დიდი ხნის მოწინააღმდეგეა უპირატესად შიიტებით დასახლებული ირანისა, რომელიც ასევე იბრძვის რეგიონის ლიდერობისთვის.