ერაყში სიკვდილი მიუსაჯეს საფრანგეთის ორ მოქალაქეს ექსტრემისტული დაჯგუფების წევრობისთვის
ბაღდადის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს საფრანგეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ.
სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებით ცხრამდე გაიზარდა საფრანგეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდათ.
მთლიანად ერაყში საბრალდებო სკამზე იმყოფება საფრანგეთის 12 მოქალაქე. ისინი აშშ-ის მომხრე სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლებმა სირიაში შეიპყრეს და ერაყს გადასცეს.
საფრანგეთი აცხადებს, რომ ყველა ზომას მიმართავს, რათა ეს ჯგუფი ერაყში სიკვდილით დასჯისაგან იხსნას.
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" ერაყის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ გამომძიებლები ბრალდებულების წინააღმდეგ მიმართავდნენ „წამების ფორმებს“, ხოლო საფრანგეთსა და სხვებს მოუწოდებს, რომ მათი მოქალაქეები არ გადასცეს იმ ქვეყნებს, სადაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა ისარგებლონ სამართლიანი მართლმსაჯულებით.