Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

საჩხერის საავადმყოფო - მინისტრების სამჭედლო

საჩხერის საავადმყოფო - მინისტრების სამჭედლო

18 ივნისს, შვიდწლიანი მინისტრობის შემდეგ, დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა. ივანიშვილის კაბინეტის მინისტრმა იმუშავა ოთხ პრემიერ-მინისტრთან და პოსტი ბოლო წლების ყველაზე რეიტინგული კაბინეტის წევრის სტატუსში დატოვა. ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება, ქვეყნის ყველაზე მსხვილი სამინისტრო კი ეკატერინე ტიკარაძემ გადაიბარა, საჩხერის საავადმყოფის ყოფილმა დირექტორმა.

მცირე მთავრობის შექმნის შემდეგ დავით სერგეენკოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებები ერთდროულად ჩააბარეს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე გრძელვადიანი პროგრამა და რეფორმა წამოიწყო:

​საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

​„საუკეთესო კადრი“ გუნდში რჩება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს „საუკეთესო კადრი“ უწოდა და მის მიღწევებს შორის ახსენა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

„ყველამ იცის, რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წელს და რა გვაქვს დღეს. ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებასა“ და დათო სერგეენკოს“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით სერგეენკო ყველაზე რეიტინგული მინისტრი იყო. NDI-ს 2019 წლის კვლევიდან ირკვევა, რომ მის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად იყო განწყობილი. გამოკითხულთა 40 % კმაყოფილი იყო მისი საქმიანობით, ხოლო უკმაყოფილო - მხოლოდ 12 %.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით სერგეენკო პოლიტიკური დისკომფორტის შემქმნელი მინისტრი „ქართული ოცნებისთვის“ არასდროს ყოფილა. გია ხუხაშვილის აზრით, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სერგეენკო გუნდში მრჩეველის პოსტზე რჩება.

„დავით სერგეენკო იყო ტექნიკური მინისტრი. შესაბამისად, პოლიტიკურ კომპონენტს მე ამ ისტორიაში არ დავინახავდი.  ჩემთვის დამაჯერებლად გამოიყურება ის ვერსია, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ის არის თავისი პროფესიის ერთგული და ეს პოლიტიკური ტვირთი მისთვის სერიოზული დისკომფორტის შემქმნელი იყო. არა მგონია, ამ ტვირთისგან გათავისუფლების ეს მისი პირველი მცდელობა ყოფილიყო“, - ამბობს გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

მისი აზრით, სხვადასხვა გარემოებების გამო ადრე ეს ვერ ხერხდებოდა, ახლა კი საჩხერეში შესაბამისი კადრის მომზადების შემდეგ პოსტის დატოვება შესაძლებელი გახდა.

ბიძინა ივანიშვილის ხელი

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, დანიშნულია. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილმა პირადი ექიმი პირადი სტომატოლოგით ჩაანაცვლა.

„ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ საკუთარი ლოიალობიდან საზღვრავს ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი საკადრო ცვლილებას ჯანდაცვის სისტემაში დაგროვილ პრობლემებს მიაწერს.

„შვიდი წელი ერთ ადგილზე ოქროც რომ დადო, დაჟანგდება - ეს ადრე იყო გასაკეთებელი, ვიდრე სისტემა დახავსდებოდა. სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად. რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად, ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კაბინეტის წევრების დანიშვნა მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისში შედის.

 „ქვეყანას მართავს და მინისტრები ხდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმები, ორი პირადი დაცვა, ყველგან „ქართუს“ თანამშრომლებია – ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს“, - ამბობს გიგი უგულავა.

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური გადაადგილებით გამყარდა ოპონენტთა არგუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველია.

„ბიძინა ივანიშვილი ვერ გასცდა ერთ წრეს. მაშინ როცა მუდმივად საუბარია ფრონტის გაშლაზე და ახალი სახეების მოზიდვაზე, სულ უფრო ვიწროვდება მისი წრე  - „ქართუ“, საჩხერე და ასე შემდეგ. ასეთ მარტივ უხერხულობებს ყურადღება არ ექცევა, რაც სკეპტიკურ განწყობებს კიდევ უფრო უწყობს ხელს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ვინ არის ახალი მინისტრი და რას აპირებს ის

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრად, უკვე მეორედ, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება. ეკატერინე ტიკარაძეს განათლება ავსტრიაში, კრემსის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. აქვს მუშაობის გამოცდილება გერმანიაში ჯანდაცვის სექტორშიც, საჩხერის საავადმყოფოში კი კონსულტანტად 2009 წელს მიიწვიეს.

დავით სერგეენკომ დღეს თქვა, რომ მან პრემიერ-მინისტრს თავად შესთავაზა ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა, ასევე აღნიშნა მისი გამოცდილება ჯანდაცვის მენეჯმენტის კუთხით და ტრიბუნა უკვე თავის შემცვლელს დაუთმო. ახალი მინისტრი კი მოვიდა თავისი პრიორიტეტებით, რომლებიც მმართველ გუნდთან შეთანხმებულია და „ქართული ოცნება“ მათ განხორციელებაში მხარდაჭერას უცხადებს ტიკარაძეს:

პაციენტის უფლებების დაცვა

მკურნალობის მაღალი ხარისხი

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა

დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფა

შრომის უსაფრთხოება

ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ის რეგიონში შექმნის წარმატებულ და „ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემას“.

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა, რაც ჩვენი გუნდისა და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მიზნად მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი უცვლელი სახე რჩება: თეა წულუკიანი 2012 წლიდან ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Единство народов в многообразии культур: фестиваль «Гармоничная Россия» вновь пройдет в Архангельске



Мода

С чем носить юбку этим летом: примеры стильных образов






Новости 24 часа

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



Game News

Ubisoft adds another studio to what seems like an increasingly desperate effort to finally get Prince of Persia: The Sands of Time Remake finished



Москва

Первый экономический скандал на ПМЭФ. Эскортницы поругались из-за собственных цен



News Every Day

A Deep Dive into Realistic Doll Manufacturers



Блоги

Слушатель из Смоленска выиграл на «Авторадио» «Москвич 3»



Москва

Международный фестиваль искусств стартует в Подмосковье 21 июня



Анастасия Волочкова

«Она уже взрослая»: Анастасия Волочкова отказалась от содержания единственной дочери



Москва

Столичные полицейские задержали участника хищения у 74-летней москвички свыше 3 млн рублей



Большой шлем

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



Елена Волкова

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»



Симферополь

Библиотечный бульвар «Любуюсь и горжусь тобой, любимый город» ко Дню города Симферополя



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



Москва

Собянин сообщил об открытии Мемориальной квартиры Пушкина



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Спортсмены из Химок приняли участие турнире по мини-футболу

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг






Rss.plus

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.

Moscow.media
Москва

Собянин: На Арбате после реставрации открывается мемориальная квартира Пушкина



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Тимати о возможном возращении Starbucks в Россию: "Мы лучше"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию


Даниил Медведев

После поражения де Минору россиянин Медведев завершает выступление в престижном теннисном турнире



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России