მოლდოვის საპარლამენტო კომისია იკვლევს ქვეყნიდან დაკარგული 1 მილიარდი დოლარის საქმეს
მოლდოვის საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა გამოძიების მეორე ნაწილის მასალები, რომელიც შეეხება ქვეყნის საბანკო სექტორიდან დაკარგული ერთი მილიარდი დოლარის ისტორიას, რაც ნეგატიურად აისახება ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკაზე.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ, ალექსანდრ სლუსარიმ, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა პროკურატურა დაადანაშაულა იმაში, რომ 4 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის დასახელებული იმ პირის ვინაობა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ თანხების გაუჩინარებაზე.
ანგარიშის მეორე ნაწილში, რომელზე მუშაობაც 2018 წლის მარტში დაასრულა აშშ-ში მოქმედმა საგამოძიებო კორპორატიულ ფირმა „კროლმა“, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გასცემდნენ მოლდავური ბანკები დიდ სესხებს შესაბამისი ზედამხედველობის გარეშე.
თანხების ასეთმა გაცემამ 2014 წელს კოლაფსამდე მიიყვანა სამი საკრედიტო ბანკი და გამოიწვია ქვეყნიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარება, რაც მოლდოვის დღევანდელი ეკონომიკის ერთი მეათედია.
ანგარიში პირველი ნაწილი „კროლმა“ შარშან გადაუგზავნა მოლდოვის გენერალურ პროკურატურას. ხოლო პირველი ნაწილი 2015 წელს საჯარო გახადა პარლამენტის წევრმა ანდრიან სანდუმ.
ანგარიშის თანახმად, თანხის უმრავლესობა საბოლოოდ ოფშორებში გახსნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა, ნაწილი უკრაინულ და ლატვიურ ბანკების ანგარიშებზე.
მოლდაველმა კანონმდებლებმა გადადგომისკენ მოუწოდეს ქვეყნის გენერალურ პროკურორ ედუარდ ჰარუნიენს, საქმის არასათანადოდ გამოძიების გამო. ჰარუნიენმა, რომელიც ითვლება ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებულ პროკურორად, განაცხადა, რომ არ დატოვებს თანამდებობას.