ნატო აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს დაიცვას განიარაღების ხელშეკრულება
ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი არ ამჟღავნებს არავითარ ნიშანს იმისა, რომ დაიცავს შეიარაღების კონტროლის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას, რაშიც კრემლს მრავალი წელია ადანაშაულებენ ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები.
„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს ხელშეკრულების შესრულებას, არადა დრო იწურება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 5 ივლისს, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოსკოვი კი კვლავაც უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ევროპის საზღვართან მიწისზედა საკონტინენტთაშორისო რაკეტების განლაგებით არღვევდეს 1987 წლის საშუალო და შორის რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებას.
წლის დასაწყისში აშშ-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2 აგვისტოს საბოლოოდ გავა ხელშეკრულებიდან, თუ რუსეთი არ დაიწყებს საეჭვო სარაკეტო სისტემების განადგურებას.
კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რუსეთის ოფიციალურად გადის განიარაღების სახელით ცნობილი ხელშეკრულებიდან.
სტოლტენბერგთან გამართული საუბრის შემდეგ, რუსეთში განაცხადეს, რომ არ იგეგმება საშუალო სიშორის ბირთვულ რაკეტების განთავსება ევროპაში, თუ ასეთ ნაბიჯს პირველად აშშ-ი არ გადადგამს.