აშშ-ის წარგზავნილმა „ყველაზე შედეგიანი“ უწოდა მორიგ მოლაპარაკებას თალიბანთან
აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი, რომელიც მთავარი შუამავალია თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში, აცხადებს, რომ მორიგი რაუნდი „ყველაზე შედეგიანია“ მანამდე გამართულ შეხვედრათაგან.
აღნიშნული კომენატარი ამერიკელმა დიპლომატმა 6 ივლისს გააკეთა ყატარში, სადაც ე.წ. შიდა ავღანური დიალოგის კონფერენციაში, თალიბანის გარდა ავღანეთის 60 კაციანი დელეგაცია მონაწილეობს, პოლიტიკოსების, ქალი აქტივისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
„ეს ექვსი დღე იყო ყველაზე შედეგიანი დანარჩენ რაუნდთა შორის... ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ყველა საკითხში, რომელიც განვიხილეთ“, - აღნიშნა ხალილზადმა.
საქმე ეხება სამშვიდობო შეთანხმებას თალიბანთან, რომელმაც ავღანეთში უნდა უზრუნველყოს მშვიდობა ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლის შემთხვევაში.
მოლაპარაკებაში თალიბანის წარმომადგენელმა, ყატარის ოფისის პრესმდივანმა სუჰაილ შაჰინმა ასევე მაღალი შეფასება მისცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდს.
„ჩვენ მოხარული ვართ პროგრესით და ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენი სამუშაოებსაც შევასრულებთ. ჯერჯერობით არავითარ დაბრკოლებას არ წავწყდომივართ“, - დაწერა ტვიტერში თალიბანის წარმომადგენელმა.
ფართო დიალოგი დასრულდება 9 ივლისს, რასაც მოჰყვება სხვა სამიტი ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
თალიბები კვლავ უარს ამბობენ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.