"რუსეთი თავისუფალი იქნება" - მოსკოვში აქციამ ამ ლოზუნგით ჩაიარა
31 აგვისტოს რუსეთის ათასობით მოქალაქე არ დაემორჩილა მთავრობას და მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, ქალაქის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვების მოთხოვნით.
პოლიცია მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქალაქში, თუმცა აქციაში არ ჩარეულა. 31 აგვისტოს აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დემონსტრაციებზე. თუმცა, როცა აქციის მონაწილეები პუშკინის მოედანს მიუახლოვდნენ - სიმბოლურად მნიშვნელოვან პარკს, რომელიც კრემლთან ახლოს მდებარეობს - პოლიციელებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს, რათა დემონსტრანტები ქუჩის მიღმა დაეტოვებინათ.
დემონსტრანტების დაკავების შესახებ ცნობები არ არის, განსხვავებით წინა აქციებისგან, რომლებზეც ათასობით პირი იქნა დაპატიმრებული, ზოგ შემთხვევაში ძალადობრივად.