მოსკოვის სასამართლომ ახალ წლამდე გაუხანგრძლივა შინაპატიმრობა მაიკლ კალვის
სასამართლო გაიმართა 8 ოქტომბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ხუთი დღით ადრე.
კალვი და საინვესტიციო ფონდის სხვა მენეჯერები და თანამშრომლები მოსკოვში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, რასაც ყველა დაპატიმრებული უარყოფს.
მაიკლ კალვის პატიმრობა აპრილში შინაპატიმრობით შეუცვალეს.
რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი საინვესტიციო ფონდის „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებლის დაპატიმრებამ პანიკა გამოიწვია მრავალ უცხოელ ინვესტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებში, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს პროკურატურისა და სასამართლოს მოტივაცია.