ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი იმედგაცრუებული არიან ევროკავშირის გამო
ევროპის კავშირის თითო-ოროლა ქვეყანამ საფრანგეთის მეთაურობით შეაჩერა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება.
ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს უწოდა „ისტორიული შეცდომა“.
„არა წარუმატებლობად“, არამედ „შეცდომად“ შეაფასა მომხდარი ევროპის კავშირის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა.
ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ მაკედონიამ და ალბანეთმა საკმარისი გააკეთეს იმისთვის, რომ მოლაპარაკება დაწყებულიყო. საფრანგეთის გარდა ყველა სხვა სახელმწიფო თანახმა იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკების დაწყებაზე. ალბანეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ საფრანგეთთან ერთად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ნიდერლანდსა და დანიას. ისინი თვლიან, რომ ალბანეთს დასაძლევი აქვს კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული.