„არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში” - სემინარიის ყოფილი სტუდენტი
სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი, რომლის 31 წლის წინანდელი წერილი „ტაბულამ“ გამოაქვეყნა, 6 ნოემბერს „კურიერისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ „სხვების ბინძურ თამაშებში" მონაწილეობა არ სურს.
„31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია. შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს. არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში... მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს... ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს," - ნათქვამია წერილში.
მღვდელმა გიორგი სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1988 წელს, სემინარიის მაშინდელმა რექტორმა ზოსიმე შიოშვილმა სექსუალურად შეავიწროვა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი.
სხირტლაძემ დაადასტურა, რომ სემინარიის ყოფილი სტუდენტი იყო წერილის ავტორი, რომელიც „ტაბულამ" გამოაქვეყნა.