ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მორიგი სეანსი ამჯერად ექსცესების გარეშე დასრულდა
9 ნოემბერს თბილისის რანდენიმე კინოთეატრში ინციდენტების გარეშე დასრულდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი სეანსი.
კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერეა თბილისში“ რადიკალურად განწყობილი აქციის მონაწილეები მაყურებლების მისამართით სკანდირებდნენ: „სირცხვილია, სირცხვილია“. აქციის მონაწილეები, რომლებსაც ამჯერად არ უცდიათ კინოთეატრების შენობებში შეჭრა, აცხადებენ, რომ დაშლას მეორე სეანსის დასრულებამდე არ აპირებენ.
წინა დღით ქართველი ულტრანაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები შეეცადნენ წინ აღდგომოდნენ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.
შედეგად პოლიციამ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი და ასევე ორი სამართალდამცველი. ბრბომ სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს, რომელმაც კინოთეატრ "ამირანის" წინ სოლიდარობა გამოუცხადა ფილმის საყურებლად მისულ ადამიანებს.