გამოკვლევის თანახმად, ზვიად გამსახურდია ლიდერობს საქართველოს ხუთი პრეზიდენტის საქმიანობის დადებით შეფასებაში
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების საქმიანობას? მოსახლეობა ასე პასუხობს:
ზვიად გამსახურდია: 77% - დადებითი; 23% - უარყოფითი;
გიორგი მარგველაშვილი: 59% - დადებითი; 41% - უარყოფითი;
მიხეილ სააკაშვილი: 57% - დადებითი; 43% - უარყოფითი;
სალომე ზურაბიშვილი: 30% - დადებითი; 70% - უარყოფითი;
ედუარდ შევარდნაძე: 28% - დადებითი; 72% - უარყოფითი.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.