World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რას ხედავს ალექსანდრე კობერიძე, როცა ცას უყურებს - ინტერვიუ რეჟისორთან

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა. ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 1993 წლის (მაშინ ვერცხლის დათვი თემურ ბაბლუანის “უძინართა მზეს” ერგო) შემდეგ.


იმაზე, თუ რას ხედავს თავად რეჟისორი, როცა ცას უყურებს, ზღაპრებზე, ქალაქებსა და ადამიანებზე ალექსანდრე კობერიძეს ვესაუბრეთ.


ანასტასია სლოვინსკაია: სთხოვო რეჟისორს გიამბოს საკუთარი ფილმის შესახებ, ალბათ, იგივეა, რაც მზარეულს აამბობინო კერძის შესახებ. მას შეუძლია დეტალურად აგიწეროს, რა ინგრედიენტები გამოიყენა, თუმცა მთავარს - გემოს - მაინც ვერ გაიგებ, სანამ თავად არ გასინჯავ. და მაინც მინდა გკითხოთ, რაზეა თქვენი კინო, რა ამბავს გვიყვება?


ალექსანდრე კობერიძე: ჰო, რთულია. გააჩნია, თან, ფილმს - ზოგი ფილმი უფრო მარტივი მოსაყოლია, ზოგიც უფრო რთული. არის ფილმები, რომლებიც ერთ კონკრეტულ ამბავს ჰყვება გმირზე და მაშინ უფრო მარტივია ხოლმე. ჩვენი ფილმი ცოტა სხვანაირია. ერთ ამბავს კი ჰყვება, მაგრამ მასთან ერთად კიდევ ბევრი რაღაც ხდება. ვეცადეთ, რომ ეს ბევრი პატარ-პატარა ისტორია ისე გვეჩვენებინა, რომ არ ყოფილიყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე მთავარი ხაზი. მთავარი - ეს ფილმი არის ერთგვარი ზღაპარი, მაგრამ თანამედროვე ზღაპარი.




ფილმი ასე იწყება: ახალგაზრდა ქალი და კაცი შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს ქუჩაში - უბრალოდ, შეეჯახებიან ერთმანეთს რამდენჯერმე. გავა დღე. ერთი ფეხბურთელია და ვარჯიშზეა, მეორე აფთიაქში მუშაობს და საღამოს სახლში რომ მიდიან, ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ორივე მიხვდება, რომ, როგორც ჩანს, კიდევ უნდათ ერთმანეთის ნახვა და შეთანხმდებიან, რომ შემდეგ დღეს შეხვდნენ. მაგრამ იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი, რომ ავიწყდებათ ჰკითხონ ერთმანეთს სახელი, ან სად ცხოვრობენ, ან პროფესია - არაფერს არ ჰკითხავენ ერთმანეთს. უბრალოდ, შეთახმდებიან ადგილზე, სადაც უნდა შეხვდნენ. ამ დროს ქალაქში სხვა ძალებს ღვიძავთ, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ესენი აღარ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს ისინი იღვიძებენ სხვა ადამიანების სხეულებში.


ანასტასია სლოვინსკაია: დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ვცხოვრობთ და ამ მილიარდებში „შენი“ ადამიანის პოვნა - რომელსაც, შეიძლება ისე გაატარო ცხოვრება, რომ ვერც ვერასდროს გადაეყარო, ან გადაეყარო და ვერ ამოიცნო - შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს, თუ რაღაც ძალა არ დაგეხმარება ამაში...




ალექსანდრე კობერიძე: იცით? თავიდან ამ ამბავზე რომ ვფიქრობდი, მთავარი იყო გვეჩვენებინა რაღაც სასწაული, რომელიც ხდება ჩვენს თვალწინ. ერთი მხრივ, სასწაული არის ის, რომ ორი უცნობი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და რატომღაც უნდათ ისევ რომ შეხვდნენ; მეორე მხრივ კი, ის, რაც მათ მოსდით: იძინებენ ერთი გარეგნობით და იღვიძებენ მეორეთი. ვეცადე, რომ არ გამომეყენებინა ეს მათი გარდასახვა როგორც მეტაფორა ან ალეგორია, არამედ როგორც პირდაპირი, ნამდვილი სასწაული, რომელიც ხდება. ამავე დროს, ფილმი ტოვებს სივრცეებს ინტერპრეტაციისთვის.


ანასტასია სლოვინსკაია: უამრავი კარგი რეცენზია დაიწერა თქვენს ფილმზე. მას ხშირად - როგორც, პრინციპში, თავად თქვენ, - არქმევენ ზღაპარს. გიყვართ ზღაპრები?


ალექსანდრე კობერიძე: კი, ზღაპრები ბავშვობიდან მიყვარდა და მერეც რაღაცნაირად დარჩა ჩემს ცხოვრებაში. სულ ვცდილობ არ დავკარგო კავშირი მაგ [ზღაპრულ] ტექსტებთან, ფილმებთანაც, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაზე საინტერესო ზღაპრები არის ის, რაც შეგიძლია წაიკითხო. მე ძალიან ბევრს მაძლევს ეს იმ მხრივ, რომ ბევრ საშუალებას ხედავ, რა შეიძლება მოხდეს გარდა იმისა, რაც შენ შეგიძლია წარმოიდგინო.


ანასტასია სლოვინსკაია: ბავშვობას ხშირად იხსენებთ?


ალექსანდრე კობერიძე: ხშირად არა. აი, რაღაც დეტალები მახსოვს, მაგრამ უმეტესობა არ მახსოვს. რაც ძალიან მენანება, დარწმუნებული ვარ, რომ [იმ დროს] ბევრი რაღაც ხდებოდა, რაც დღეს ჩემთვის საინტერესო იქნებოდა.


ანასტასია სლოვინსკაია: იმ ზღაპრული სამყაროების შექმნა, რასაც თქვენი ფილმების მეშვეობით ქმნით, ბავშვობასთან ხიდის გადების მცდელობა ხომ არ არის?


ალექსანდრე კობერიძე: არ გამოვრიცხავ, მაგრამ ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი. რაღაცნაირად ერთხელ დავფიქრდი - როგორი ფილმები მინდა რომ გავაკეთო? და მაშინ ვიფიქრე, რომ შემდეგი რამდენიმე ფილმი, კარგი იქნებოდა, რომ გამეკეთებინა ზღაპარი, იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს ასეთი ფილმები და ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი. მივხვდი, რომ რაკი მე მაკლია, შემიძლია ისევ მე ვცადო. თან საკეთებლადაც არის ძალიან საინტერესო: უფრო მეტი მოძრაობის საშუალებას გაძლევს, როცა ეგეთ სამყაროში ხარ. მგონია, რომ რეალური სამყაროს აღსაქმელად და საჩვენებლად საუკეთესო საშუალება არის ზუსტად ეგ - ზღაპრები.




ანასტასია სლოვინსკაია: ხშირად ზღაპარს აღიქვამენ როგორც რაღაცას, რაც მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ალბათ, ეს დიდებმა მოვიფიქრეთ, რომ ზღაპარს ჩვენი, ზრდასრულების, ცხოვრებაში უკვე ადგილი არ უნდა ჰქონდეს.


ალექსანდრე კობერიძე: ზღაპრები, უმეტეს შემთხვევაში, არის ადაპტირებული ბავშვებისთვის, მაგრამ მათი საწყისი ფორმა არ იყო ასეთი და ის საბავშვო ზღაპრებიც, მარტივი ფორმის, ისინიც კი ისეთ ინფორმაციას, ისეთ ამბავს ატარებენ ხშირად, რომ მაინც ძალიან საინტერესოა ხოლმე. ძალიან მინდა გავაკეთო საბავშვო ფილმი. მე, ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს ქართული საბავშვო ფილმი. არაქართული ფილმები არის, თუმცა უფრო ანიმაციური ფილმებია, მაგრამ [მხატვრული] ფილმი, რომელიც ბავშვებისთვის იქნებოდა, ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს და ახლა ვფიქრობ, რომ შემდეგი თუ არა, იმის შემდეგი მაინც ვცადო.


ანასტასია სლოვინსკაია: ბოლო ფილმს რომ დავუბრუნდეთ. თემად სიყვარულის აღება, ალბათ, საკმაოდ დიდ რისკზე წასვლას ნიშნავდა. სიყვარულზე არაბანალურად საუბარი რთული ამოცანაა. თქვენ კი - და ბევრ რეცენზიაში კინოკრიტიკოსები სწორედ ამას აღნიშნავენ - ეს გამოგივიდათ.


ალექსანდრე კობერიძე: ხო, დანის პირზე [გავლასავით] არის, როცა რაღაც რომანტიკულ თემას ეხები, რომელიც გადაღეჭილია. მეორე მხრივ, ამას იმდენი დრო არ ეთმობა ფილმში - პირად განცდებს, გრძნობებს გმირები ინახავენ საკუთარ თავში და ჩვენ, მაყურებელს, მაინცდამაინც არ გვიზიარებენ. ასე რომ, ეს ინტიმური სამყარო საკმაოდ დამალულია ფილმში.


ანასტასია სლოვინსკაია: ფილმის მოქმედება ვითარდება ქუთაისში. თქვენს ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ამბობთ, რომ გენატრებათ თბილისი, მაგრამ გენატრებათ ისეთი თბილისი, როგორიც აღარ არსებობს. რატომ შეირჩა ფილმის გადაღებისთვის ქუთაისი? მასში მეტი „კინოსივრცეა“ შემორჩენილი?




ალექსანდრე კობერიძე: ქუთაისს არ ვიცნობდი, როცა ვიფიქრე მანდ გადამეღო ფილმი. ნამყოფიც არ ვიყავი „წესიერად“ - ერთი დღით რომ ხარ ნამყოფი, ან გავლით... როგორც ძალიან ბევრი თბილისელი. რატომღაც ასეთი წარმოდგენა არის, რომ, აი, ქუთაისში არაფერი ხდება...


სულ სხვა რაღაცას აღმოაჩენ, როცა საკმარის დროს გაატარებ იქ. ფილმში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა ქალაქს. არა იმდენად არქიტექტურას, რამდენადაც განწყობას - განწყობას და რიტმს, რომელიც სულ სხვა არის ქუთაისში, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში. ყოველთვის, როცა რაღაც ადგილს ვეძებდით გადასაღებად, ვცდილობდით რაღაც ისეთი ადგილი შეგვერჩია, სადაც ან წინა, ან უკანა პლანზე ქალაქის ნაწილი გამოჩნდებოდა, სადაც შეიძლება რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაც ჩვენი დაგეგმილი არ იყო - რაღაც სივრცე დაგვეტოვებინა შემთხვევითობისთვის, რაც ქალაქში ყოველდღე ხდება.


ანასტასია სლოვინსკაია: კინოკრიტიკოსები თქვენს ფილმს ძველი ქართული ფილმების რიგში აყენებენ, მათ ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევენ... თქვენ რას ფიქრობთ, როცა მსგავსი შედარება გესმით?


ალექსანდრე კობერიძე: პირდაპირ ვთქვათ - რაღაცის გაგრძელებაზე არ გვიფიქრია. ფილმის ოპერატორი ირანიდან არის. მას ძალიან აინტერესებდა [ქართული კინო]. რა თქმა უნდა, რაღაცები იცოდა, რაც ყველამ იცის, ვისაც კინო უყვარს. შევეცადეთ რაც შეიძლება მეტი ქართული ფილმი გვენახა, განსაკუთრებით ის, რაც ქუთაისშია გადაღებული, მაგრამ არამარტო. მგონია, რომ ეს ილექებოდა ჩვენში. თან არის ფილმები, რომლებიდანაც პირდაპირი ციტატები გვაქვს გამოყენებული ჩვენს ფილმში. მთავარი, მგონი, მაინც ის არის, რომ მეც, ოპერატორსაც, ჯგუფსაც გვიყვარს ქართული კინო. არ გვქონდა მიზნად გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რაც ქართული კინოტრადიციის წინააღმდეგ წავიდოდა. პირიქით, ვცდილობდით გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რომელიც ამ წარსულისადმი სიყვარულის ნიადაგზე გაიზრდებოდა.




ანასტასია სლოვინსკაია: მსახიობებზე მინდა გკითხოთ. ფილმში როგორც პროფესიონალები, ასევე არაპროფესიონალები თამაშობენ. როგორ შეარჩიეთ ისინი, რის მიხედვით?


ალექსანდრე კობერიძე: ვცდილობ ხოლმე შევურიო, იმიტომ რომ ორივე - პროფესიონალებიც და არაპროფესიონალებიც - ძალიან საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესოა, როცა მათი გადაკვეთა ხდება. არაპროფესიონალი ეხმარება მსახიობს, რომ ზედმეტი არ ითამაშოს და, პირიქით, მსახიობი ეხმარება არაპროფესიონალ პარტნიორს, რომ საკმარისად ექსპრესიული იყოს, როცა საჭიროა.


ერთადერთი, რაც თავიდანვე ვიცოდი, გიორგი ბოჭორიშვილი იქნებოდა ერთ-ერთ მთავარ როლში, მის გარშემო უნდა ამეგო ყველაფერი. ისე გამოვიდა, რომ ოთხი მთავარი გმირიდან მარტო გიორგი არის მსახიობი. გიორგი ამბროლაძე არის სპორტსმენი, მკლავჭიდელი, ევროპის ჩემპიონია, მუდმივად გამოდის ტურნირებზე. ძალიან საინტერესოა სპორტსმენებთან მუშაობა, იმიტომ რომ სხვანაირი ფლობა აქვთ საკუთარი სხეულის. თან, მგონია, რომ მწვრთნელთან მუშაობისას არიან ამას მიჩვეულები - როცა მიმართულებებს აძლევ, ამის დამახსოვრების და განხორციელების განსაკუთრებული უნარი აქვთ.




ძალიან დიდხანს ვეძებდით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი გმირი - ლიზა. ყველას სცენარის წაკითხვის შემდეგ სხვადასხვა წარმოდგენა გვქონდა, რანაირი უნდა ყოფილიყო ის გოგო. გადავწყვიტეთ დავლოდებოდით, სანამ არ დავინახავდით ვიღაცას, ვისზეც ვიფიქრებდით, რომ კი, ეს არის. ოლიკოზე ზუსტად ასე იყო. ის ზესტაფონში ცხოვრობდა მაშინ. წავედით, შევხვდით და მივხვდით, რომ რაღაცა დიდი ნაწილი ფილმის შედგებოდა, ასეთი ადამიანი თუ გვეყოლებოდა ფილმში. რთული ისიც იყო, რომ ამ როლებზე - გოგოს და ბიჭის როლზეც - ორ-ორი მსახიობი გვჭირდებოდა. მეორე ლიზას ძებნა კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდა, სანამ არ შევხვდით ანი ქარსელაძეს. თავიდან მე თვითონ ვერ მივხვდი, რომ ანი შეიძლებოდა ყოფილიყო ლიზა, მაგრამ ჩავრთე თუ არა კამერა, ეგრევე დავინახე, რომ ეს მეორე პერსონაჟიც ნაპოვნი გვყავდა. განსაკუთრებული უნარი აქვს ანის კამერის წინ ყოფნის. ყველაზე რთული არის, როცა გაყენებენ კამერის წინ და, უბრალოდ, უნდა იყო... როცა რაღაც დავალებული გაქვს, - იტირე, იყვირე ან რაღაც გააკეთე, - ბევრად მარტივია. აღმოჩნდა, რომ ანი აბსოლუტურად ჩვეულებრივად ატარებს დროს კამერის წინ და შექმნილია ეს ადამიანი იმისთვის, რომ ითამაშოს ძალიან ბევრ ფილმში.


ანასტასია სლოვინსკაია: „რას ხედავთ, ცას რომ უყურებთ?“- ეს კითხვა ფილმის სათაურად ერთგვარი ინტერაქციაა. სწორედ ამ კითხვას უსვამთ ადამიანს, რომელიც აპირებს ფილმის ნახვას. თქვენ რას ხედავთ, ცას რომ უყურებთ?


ალექსანდრე კობერიძე: ძალიან რთული კითხვაა. ასე ვერ გიპასუხებთ. როცა ადამიანი იყურება ცაში, ყველა რაღაცას ძალიან პირადულს ხედავს, რაც, ალბათ, ყველამ თავისთვის უნდა დაიტოვოს.




რაც შეეხება ფილმის სათაურის იდეას, ჩვენი ერთ-ერთი გმირი, -რაღაც მხრივ მასზეც არის ეს ფილმი, - არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი, ყოველთვის, როდესაც გოლი გააქვს, იყურება ხოლმე ცაში. ძალიან ბევრი ვერსია არსებობს - რატომ, ვის უძღვნის ამ გოლებს? ვიღაცები ამბობენ, რომ გარდაცვლილ ბებიას, რომელმაც ის გაზარდა; ვიღაცები ამბობენ კიდევ სხვა რაღაცას. - ფაქტია, რომ სადღაც იყურება. თუ დავფიქრდებით, თითქმის ყველა აკეთებს ამას სხვადასხვა მომენტებში, მაგალითად, რაღაც უიმედობის დროს, როცა გარშემო იმდენად რთულად არის ყველაფერი, რომ ზემოთ იყურები რაღაცის შველის იმედით… ყველა ადამიანს თავისი პასუხი აქვს ამ კითხვაზე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный



Здоровье

Маршрут автопоезда «Остановим ВИЧ в Свердловской области!» в текущем году включает 24 города региона




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ



Game News

Мафия-НН: Все началось за длинным столом на пивном заводе.



Москва

Росгвардейцы задержали мужчину, напавшего на бригаду скорой помощи в Москве



News Every Day

Eddie Hearn threatens to ‘knock out’ rival promoter in bizarre confrontation on stage at Joshua vs Dubois face-offs



Происшествия

В Подмосковье росгвардейцы задержали гражданина, находящегося в розыске.



Москва

Псевдоактивісту Стахіву повідомили підозри за «злиття» даних про ЗСУ і шахрайство



Кажетта Ахметжанова

Кажетта Ахметжанова: какие обереги помогают от сглаза



Москва

Педагоги из Ногинска стали лауреатами всероссийского конкурса



WTA

Рейтинг WTA. Эрика Андреева обновила личный рекорд, Саккари выпала из топ-15, Шрамкова поднялась на 41 строчку



Москва

Обзор известных приложений, созданных на iOS



Сергей Брановицкий

Дистрибьюция Музыки. Дистрибьюция Музыки в России. Дистрибьюция музыки в вк. Яндекс музыка дистрибьюция. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.



Симферополь

«Арендный бизнес в России стал выгоднее». Какой срок окупаемости квартиры в Симферополе и Севастополе?



Москва

Легенда мирового хоккея Игорь Ларионов - амбассадор бренда "Лошадиная сила"



Москва

Сергей Собянин поздравил Валентину Матвиенко с переизбранием



Москва

Обзор известных приложений, созданных на iOS



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Вышла книга Александра Фроста «А гоеше маме» – в память о жертвах геноцида Второй мировой войны

Росгвардейцы задержали мужчину, напавшего на бригаду скорой помощи в Москве

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Андрей Бебуришвили выступит с новой стендап-программой. Партнер «Юмор FM»


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Социальный фонд выплатит остатки материнского капитала менее 10 тысяч рублей






Rss.plus

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Обзор известных приложений, созданных на iOS

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве

Moscow.media
Москва

Собянин: В районе «Южного порта» появится зеленая набережная без автомобилей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Радио Jazz представило Игоря Бутмана в составе жюри премии «Все цвета джаза»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легенда мирового хоккея Игорь Ларионов - амбассадор бренда "Лошадиная сила"

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Игорь Ларионов стал новым амбассадором Лошадиной силы


Марин Чилич

Эйсинг-777 // Марин Чилич стал самым низкорейтинговым чемпионом турнира АТР



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Мир

Как провести дезинфекцию почвы в теплице? Грибок, бактерии и насекомые больше не будут мешать на следующий год



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России