Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რადოსლავ სიკორსკი: „არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალები გავხდეთ“

რადოსლავ სიკორსკი: „არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალები გავხდეთ“

„ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, იმ ენით, რა ენაც გესმით - უთქვენოდ არ დავობლებულვართ, ჩვენი „მამიკო“ კი არა, სერიული მოძალადე იყავით. ამიტომ არ გვენატრებით. თუ ისევ ეცდებით, კვერცხებში ამოგცხებთ“, - ლავროვის განცხადების პასუხად გამოქვეყნებულმა ამ ტვიტმა, დიდი ალბათობით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპის ყველა გამოცემა მოიარა. მით უმეტეს, რომ ავტორი რადოსლავ სიკორსკია, დღეს ევროპარლამენტარი, თავის დროზე პოლონეთის ჯერ თავდაცვის, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე.

სიკორსკი არასოდეს ერიდებოდა კრემლზე საკუთარი აზრის მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოთქმას და, შეიძლება ითქვას, ტრადიციას არც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უღალატა. პოლონელ ევროპარლამენტარს პუტინზე, უკრაინაში ომის საფრთხეზე, დასავლეთის სავარაუდო პასუხსა და ერთიანი ევროპული ფრონტის ალბათობაზე ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა.

 

რადიო თავისუფლება: თქვენი სუპერპოპულარული ტვიტით დავიწყოთ, სადაც რუსეთს მოძალადე მშობელს უწოდებთ და „კვერცხებში ამორტყმით“ ემუქრებით. თუ ამ ფრაზას უბრალოდ პოლიტიკურ ბრავადად არ ჩავთვლით, მაშინ მითხარით, როგორ აპირებთ რუსეთისთვის „ამორტყმას“, მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

რადოსლავ სიკორსკი: რუსეთს ვერ გადაუწყვეტია, მჩაგვრელია თუ მსხვერპლი. შიდა აუდიტორიასთან თავი მოაქვს, როგორც აგრესიის მარადიულ მსხვერპლს, რომელსაც ჯერ ნაპოლეონი ესხმოდა თავს, მერე ჰიტლერი, და ახლა დემოკრატიული დასავლეთი. ისტორიას გადავხედოთ - მეთხუთმეტე საუკუნეში რუსეთი ერთი მცირე სამთავრო იყო, დღეს კი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნად იქცა, და არა თავდაცვითი პოლიტიკით, არამედ მეზობლების მიწების გამუდმებული მიტაცებით. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მეზობლები რუსებს აგრესორად აღიქვამენ და არა მსხვერპლად? რაც შეეხება იმას, თუ რას ვუპირებთ რუსეთს: ამაზე მთელ ატლანტიკურ სივრცეში ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს. უკრაინას უკვე ვაწვდით შეიარაღებას, კიდევ მეტს მივაწვდით, თუ რუსეთი შეიჭრება. თუ რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმას გადაწყვეტს, ამით ნატო არ დასუსტდება, რისი იმედიც პუტინს აქვს - ამის საპირისპირო მოხდება, ნატოს უფრო გავაძლიერებთ. იქნება მძიმე ეკონომიკური სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს აქვს ოქროს მარაგი, ვალუტის რეზერვები, რომ მოსკოვმა დასავლეთის რიგი ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებული გახადა, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი და შტატები, ერთად აღებული, 18-ჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე რუსეთი. ამიტომ მგონია, რომ პუტინი დიდ შეცდომას უშვებს.

ბრიტანელებს აქვთ გამოთქმა, რვა წლის შემდეგ ყველა პრემიერ-მინისტრი გიჟდებაო. პრეზიდენტი პუტინი 22 წელიწადია ხელისუფლებაშია. შეიძლება, უკვე თვითონაც სჯერა იმ თავისი პროპაგანდის, როგორიცაა, მაგალითად, მისი მანიფესტი უკრაინის დანაწილების შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს გამოაქვეყნა. მაგრამ უკრაინელები რუსები არ არიან - ისინი წინააღმდეგობას გაწევენ და დასავლეთი მათ გვერდში დაუდგება.

რადიო თავისუფლება: თქვენი ერთი ციტატა მინდა გავიხსენო - „პუტინი [ბანქოს] თაღლითი მოთამაშეა, რომელსაც იღბალი აღარ სწყალობს“. ეს 2015 წელს თქვით, მას შემდეგ 7 წელი გავიდა - როგორ მოხდა, რომ პუტინი ისევ თამაშშია?

რადოსლავ სიკორსკი: ვფიქრობ, ყირიმის საკითხში იმიტომ დარჩა გამარჯვებული, რომ არავინ შეებრძოლა. ლიბიასა და სირიაშიც ჩვენი შეცდომები გამოიყენა. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. თუ შეამჩნიეთ, პრეზიდენტ პუტინისა და მისი განცხადებების საერთოდ აღარავის სჯერა. თავის დროზე, როდესაც ირწმუნებოდა, რომ ყირიმში ჯარები არ ჰყავდა, ზოგი გაბრიყვდა და მართლაც დაიჯერა ეს. როცა თქვა, რომ რუსები დონბასში არ იყვნენ, ხალხი უკვე დაეჭვდა. მაგრამ ახლა უკვე ხელში გვიჭირავს სასამართლოს მტკიცებულებები, რომ სწორედ რუსებმა ჩამოაგდეს MH 17 ბოინგი. ასე რომ, დასავლელ ლიდერებს დამატებითი თავსატეხი აქვთ - პუტინთან მორიგება კი უნდათ, მაგრამ მან უკვე ყველას და ყველანაირი ნდობა დაკარგა.

რადიო თავისუფლება: რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების მოთხოვნებზე რას იტყოდით? რატომ იფიქრეს კრემლში, რომ დასავლეთი ამაზე წავიდოდა?

რადოსლავ სიკორსკი: ვიტყოდი, რომ რუსეთს გარკვეული რაციონალური მოთხოვნებიც ჰქონდა, მაგალითად, შეთანხმება იმაზე, რომ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება საზღვრებთან არ

უნდა განთავსდეს - ეს კარგი იდეაა და ნამდვილად შეუწყობდა ხელს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. მაგრამ მოთხოვნა, რომ რუსეთმა გადაგვიწყვიტოს, ვის როგორი ურთიერთობა ექნება ნატოსთან, ამ ულტიმატუმს ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რადგან არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალებად ვიქცეთ. პუტინს საკმაოდ საზრიანი ხალხი ჰყავს გარშემო, ასე რომ, ვფიქრობ, თვითონაც იცოდნენ, რომ ამაზე არავინ დაეთანხმებოდათ... ეს კი იმას მოასწავებს, რომ უბრალოდ საბაბს ეძებენ ომის გასაჩაღებლად.

რადიო თავისუფლება: დავუშვათ, თქვენი შიში გამართლდა - როგორ განვითარდება მოვლენები?

რადოსლავ სიკორსკი: ერთი, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც რუსები იმედოვნებდნენ - მათ სტრატეგიული სიურპრიზის ელემენტი დაკარგეს. მეორე - კაზუს ბელის გარდა, რუსეთისმაგვარი რეჟიმები, როგორც წესი, რაიმე პროვოკაციას ეძებენ, რომელსაც ხშირად თვითონ აწყობენ და მერე თვითონვე „რეაგირებენ“. როგორც, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ნაცისტური გერმანია პოლონეთში „თავდაცვის მიზნით“ შემოიჭრა, მას შემდეგ, რაც თითქოსდა პოლონეთმა გერმანული რადიოსადგური „დაისაკუთრა“. ამჯერად რუსეთმა შეიძლება „აღმოაჩინოს“, რომ დონბასის რუს მოსახლეობას ქიმიური იარაღით დაესხნენ თავს, შემდეგ კიდევ რაღაც მსგავსი თავდასხმა „მოხდება“, რომლის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები დაიღუპებიან... მაგრამ საქმე ისაა, რომ შტატებმა უკვე გააფრთხილა მსოფლიოცა და უკრაინაც, რომ რუსები მსგავს მაქინაციას აწყობენ, რაც ნიშნავს, რომ კრემლმა ინფორმაციულ სივრცეზე ერთპიროვნული კონტროლი დაკარგა. ეს არ იქნება ისეთი ომი, როგორიც რუსეთს ჰქონდა, მაგალითად, საქართველოსთან.

რადიო თავისუფლება: არის ასეთი არგუმენტიც - პოკერის ტერმინები რომ გამოვიყენოთ: პუტინი ყველაფერს ჩამოვიდა, ბლეფს მიუხვდნენ და ახლა სხვა გზა არ აქვს და ბოლომდე უნდა ითამაშოს, რათა არ შერცხვეს...

რადოსლავ სიკორსკი: კი ბატონო. მაგრამ თუ ის სუიციდით გვემუქრება, ეს ჩვენ არ გვავალდებულებს, ამაში ხელი შევუშალოთ და დათმობებზე წავიდეთ. დიახ, დიპლომატიურად ვიტყოდი, რომ რუსეთის შესაკავებლად საუკეთესო გზაა იმის დემონსტრირება, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. კულტურაში მიღებულია ოპონენტისთვის ღირსეულად უკან დასახევი გზის დატოვება. მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა, რომელიც დასავლეთის დიპლომატიური პრინციპებით არ ხელმძღვანელობს. მან თავად ჩაიგდო თავი მსგავს სიტუაციაში, შესაბამისად, გამოსავალიც თვითონვე უნდა იპოვოს.

 

რადიო თავისუფლება: დასავლეთის მუქარა, რომ რუსეთს „უპრეცედენტო სანქციები“ დაატყდება თავს, სიტუაციის ესკალაცია თუ მოხდება - რეალურად რა ბერკეტები აქვს დასავლეთს რუსეთის შესაჩერებლად?

რადოსლავ სიკორსკი: მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქების ფული უნდა ამოვიღოთ სამიზნეში. ეს ის ენაა, რომელიც მათ ესმით - ფულს რუსეთში იპარავენ, მაგრამ საფრანგეთსა და შვეიცარიაში უყვართ დახარჯვა. ასე რომ, ბევრად უფრო მკაცრად უნდა დავიწყოთ რუსეთიდან მომდინარე უკანონო ფულის ნაკადების კონტროლი. თავი უნდა დავიცვათ რუსული გაზით შანტაჟისგანაც - ევროკავშირის ეგიდის ქვეშ უნდა შეიქმნას „გაზის კავშირი“, რომლის მეშვეობითაც ევროპული კომისია შეიძენს გაზს, როგორც ერთი დიდი კლიენტი, და შემდეგ გადაანაწილებს წევრ ქვეყნებზე. ურანზე უკვე ვიქცევით ასე, შესაბამისად, პრეცედენტი არსებობს. ფასებიც ბევრად უფრო მისაღები გახდება.

რადიო თავისუფლება: და როგორ გგონიათ, ბერლინი რას იტყვის ამ ყველაფერზე?

რადოსლავ სიკორსკი: გერმანიის ახალი მთავრობა ჯერ კიდევ [რუსეთისთვის] ალღოს აღების ეტაპზეა. პოლონეთში გამოთქმა გვაქვს - ყველა დასავლელმა მთავრობამ რუსეთი ხელახლა უნდა გაიცნოსო. თავიდან ყველას სწამს, რომ სწორედ ისინი გამოდგებიან ყოჩაღები და რუსეთთან Reset-ს მიაღწევენ, თუ კარგად მოიქცევიან და პუტინს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩით მიმართავენ. და შემდეგ, თავისთავად ცხადია, რუსეთი რამე ისეთს იზამს, რაც მათ ჭკუას ასწავლის. ახლა გერმანელები სწორედ ამ გაკვეთილის სწავლის პროცესში არიან.

გერმანელები ეგოისტურად მოიქცნენ რუსეთთან საკუთარი გაზსადენების შექმნით - ისინი რუსული გაზის დისტრიბუციის ცენტრად იქცნენ, მაგრამ ახლა ხედავენ, რომ რუსეთი მათაც აშანტაჟებს. მოგეხსენებათ, ზამთარში მიწოდება შემცირდა, მათი საკუთარი მარაგები დაბალია, ფასები კი გაიზარდა. 15 წელია ვაფრთხილებდით, რომ ასე მოხდებოდა - ახლა თავიანთი თვალით ხედავენ და იმედია, სწორ დასკვნებს გააკეთებენ.

რადიო თავისუფლება: რა როლი აკისრია ევროკავშირს ყველაფერ ამაში? ჩვენ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აშშ-სა და რუსეთს შორის, ნატოსა და რუსეთს შორის, რუსეთსა და ეუთოს შორისაც კი, მაგრამ ევროკავშირი არსად ჩანდა.

რადოსლავ სიკორსკი: დასანანია, რადგან ლისაბონის ხელშეკრულება მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ საერთო საგარეო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რადგან მაშინ უფრო ძლიერები ვიქნებით. მაგრამ რამდენიმე დიდმა წევრმა ქვეყანამ, მეტწილად საფრანგეთმა და გერმანიამ, არასწორი ნაბიჯები გადადგეს - ჯერ ნორმანდიის ფორმატი, შემდეგ მინსკის ჯგუფი, რომელშიც ევროკავშირი არ იყო წარმოდგენილი - შესაბამისად, აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირი გარიყულია ამ მომენტისთვის ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხიდან. ეს არასწორია. წევრი ქვეყნები ფრილანსერობას უნდა შეეშვან - შეათანხმონ საერთო პოლიტიკა საგარეო საქმეთა საბჭოში და შემდეგ უფლება მისცენ უმაღლეს წარმომადგენელს და საბჭოს პრეზიდენტს, ეს პოლიტიკა გაატარონ.

რადიო თავისუფლება: თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი მომხრეა უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო შეიარაღების მიწოდებისა. რას ეტყოდით თქვენს დასავლელ კოლეგებს, რათა მათაც მიბაძონ პოლონეთის მაგალითს?

რადოსლავ სიკორსკი: ვიტყოდი, რომ რუსეთის შესაკავებლად საუკეთესო გზაა იმის დემონსტრირება, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უკრაინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დემოკრატიული წევრია და სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას - გემსაწინააღმდეგო, საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება კი საუკეთესო არგუმენტია პუტინის დასარწმუნებლად.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Постановки о генетике и космосе победили в конкурсе школьных спектаклей в Архангельске



Жизнь

Российская империя в фото 40




Українські новини

Депутат Миколаївської облради Кормишкін вперше опублікував своє весільне фото



Новости 24 часа

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"



Game News

One step closer to a sci-fi reality—NASA announces funding for a quantum dot solar sail and a levitating train on the Moon



Москва

На северо-востоке Москвы загорелся строящийся жилой комплекс "Руставели"



News Every Day

Tom Aspinall says UFC 304 start time is ‘awful’ and should be changed as Brit provides update on next opponent



Интернет

Новинка от Edifier: беспроводные наушники Comfo Run для занятий спортом



Москва

СК: в Красногорске мужчина до смерти избил отца и попал под суд



Юрий Лоза

«И сам не полечу»: Лоза усомнился в том, что туристы от SpaceX отправятся в космос



Москва

МИД РФ: НАТО готовится к потенциальному конфликту с Россией



Андрей Рублёв

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде



Москва

В Москве и Подмосковье ударили первые майские заморозки



Эмомали Рахмон

Страх Рахмона: Таджикистан получит экономический коллапс и уличные бунты



Симферополь

Россия, Культура, Дети: Звезда госцирка Бурятии, артистка Аригма Цыремпилова



Москва

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»



Москва

Собянин: Бесстыковые пути делают метро Москвы комфортнее и современнее



Москва

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Источник 360.ru: у станции метро «Бутырская» загорелась крыша новостройки

Патриарх Кирилл освятил куличи и крашеные яйца у храма Христа Спасителя

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Президент Лаоса Тхонглун Сисулит посетит Россию для участия в параде Победы


Москва

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»






Rss.plus

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Продвижение новых песен с высоким результатом

Росгвардейцы из Минусинска заняли призовое место на Межрегиональном турнире по пулевой стрельбе, посвященном памяти Героя России Ивана Кропочева

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Moscow.media
Москва

Собянин: Бесстыковые пути делают метро Москвы комфортнее и современнее



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Мой рай»: Волочкова уединилась с тайным спутником на Мальдивах




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Вегас» сравнял счет в серии с «Далласом» в серии плей-офф НХЛ

Тулячка заняла первое место в международных спортивных играх детей городов-героев

В 3-м туре командного чемпионата России в Сочи команда из Санкт-Петербурга победила «Темус Тим» из Москвы, счёт – 4:2


Андрей Рублёв

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

МИД РФ: НАТО готовится к потенциальному конфликту с Россией



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России