Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები გამტყუნდნენ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები გამტყუნდნენ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება

„არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა. რომ გვდომოდა, ამის საშუალება გვქონდა. ხელს არავინ შეგვიშლიდა“, - თქვა განაჩენის გამოცხადებამდე, 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, ტვ „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა ოთარ გელაშვილმა. 5 ივლისის საქმეზე ის და კიდევ 19 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ ოცი ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაჯარიმდა 5000 ლარით. დანარჩენებს ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობა შეეფარდათ. თუმცა ნაწილს მოეხსნა ორგანიზებული დანაშაულის მუხლით წარდგენილი ბრალდება და ისინი პასუხს აგებენ ჯგუფური ძალადობისთვის.

9 თვის მერეც, ისევე როგორც დაკავების პირველ დღეებში, 2021 წლის ივლისში, ისინი აცხადებენ, რომ არც „პუტინისტები“ არიან და არც „მოძალადეები“, როგორც მათ უწოდებენ. ნაწილი ამბობს, რომ აქციაზე შემთხვევით მოხვდა. ნაწილი, თურმე, საყიდლებზე მიდიოდა და ასე აღმოჩნდა აქციის შუაგულში, ნაწილმა კი, სწორედ იმ დროს გადაწყვიტა ლოცვა ქაშუეთის ტაძარში.

სასამართლოზე თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ ისინი „ქრისტიანები არიან, მართლმადიდებელები და ძალადობა მათგან შორსაა“ და რომ მათ უბრალოდ ქვეყნის „ნათელი მომავალი სურთ“. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი უარყოფს, რომ ძალადობის ამსახველ კადრებში ჩანს.

4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულების, თედო ბურდულის („ფორმულას“ ფოტოგრაფ ვახო ქარელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული) და გიორგი წარუაშვილის (პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული) ადვოკატი აცხადებდა, რომ „ჟურნალისტების მანტიას შეფარებულმა პატარა ჯგუფებმა მოახერხეს ხალხის პროვოცირება და მოხდა ის, რაც მოხდა“.

ადვოკატი: „გიორგი წარუაშვილს არც სიძულვილი აქვს ვინმესი და არც განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ხალხის მიმართ აქვს რაიმე განწყობა. გიორგიც და თედო ბურდულიც იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ“.

ბურდული, მისი თქმით, უბრალოდ „ალალი მთიულია“.

„ვიღაც ხო უნდა დაეჭირათ“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატი აცხადებდა, რომ ის თავადაც იმყოფებოდა 5 ივლისს გამართულ აქციაზე:

„ჩემი მეოთხე შვილის ნათლია არის საქართველოს პატრიარქი. მეც, როგორც მართლმადიდებელი, გახლდით იქ. მეც ვარ გარკვეული მოვლენების შემსწრე და დღეს ამ ორ პიროვნებას ვიცავ უანგაროდ. რადგან ეს იყო ხელოვნურად შექმნილი, დანაღმულ ველზე გავლილი აფეთქება და ბრძოლის ეპიზოდი, რომელიც სასამართლომ უნდა შეაფასოს და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება. ბევრი რამაა დამოკიდებული ახლა სასამართლოზე, თუ რა ვითარება იქნება ხვალ ქვეყანაში“.

„ხალხის გაღიზიანება“ კი დაცვის მხარემ იმით ახსნა, რომ ჟურნალისტები პირდაპირ ჩართვებში აქციის მონაწილეებს „პუტინისტებად“ და „რუსეთუმეებად“ მოიხსენიებდნენ.

4 აპრილს გამართულ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის უფლება რამდენიმე ბრალდებულმა გამოიყენა. აი, რა უთხრეს მათ სასამართლოს.

ზაზა ჭაავა: მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ მხოლოდ მოპედის ეპიზოდში, მაგრამ იქ (აქციაზე) რამე განზრახვით არ მივსულვარ. სახლიდან იმიტომ გამოვედი, რომ მოპედის ნაწილები უნდა მეყიდა ვაკეში, დრო მქონდა და მანამდე ლოცვაზე შევედი ქაშვეთში. იქიდან გამოსულს, რაც მოხდა, ფაქტია... იქ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჯგუფური რა შუაშია? იქ ათასობით ადამიანი იყო და მაშინ ყველა დასაჭერია. მეც ჩამარტყა წიხლი ოპერატორმა, მაგრამ პრეტენზია არ მქონია, რადგან ქრისტიანი ადამიანები ვართ. არც პუტინისტი ვარ და არც მოძალადე. უბრალოდ მინდა ჯანმრთელ საქართველოში იცხოვროს ჩვენმა შვილებმა, პატიოსნად და მართლმადიდებლურად.

მურად დევლარიშვილი: რაც მოხდა, ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობაზე და განვიცდი. ამაზე საუბარიც კი მიჭირს. მე მჯერა სასამართლოსი, რასაც გადაწყვეტს.

გიორგი მაღრაძე: ჩემთვის სამართალი სულ სხვა რამეა. მე ქრისტიანი ვარ და მიუღებელია ძალადობა. არც ჩემს ოჯახს გავუზრდივარ მოძალადედ. რის გამო ვსამართლდებით? არ ვარ დამნაშავე და არც თავს ვცნობ დამნაშავედ.

გენო გერმანიშვილი: მეც მაინტერესებს, რაზე ვზივარ ეს 9 თვე და რაზე მაქვს მოძალადის სტატუსი.

გიორგი ხიჩუაშვილი: რისთვის ვარ დაჭერილი? რაღაც კადრში ვჩანვარ ვითომ. არანაირი ძალადობა მე არ ჩამიდენია.

გიორგი წარუაშვილი: დედოფლისწყაროდან ჩამოვედი, ეკლესიაში მივედი, სანთელი უნდა დამენთო და მართლა იმ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. ერთ კადრში ვჩანვარ. ისეთი ძალადობრივი რაღაცებიც არ განმიხორციელებია... შემილახეს სტატუსი და ყველგან იმას ცდილობენ, რომ მოძალადეები დაგვარქვან. პირიქით ვცდილობდით, რომ განეიტრალებულიყო ყველაფერი... რელიგია ამოუღეს ჩვენს შვილებს სკოლიდან და სექსუალური განათლება ჩაუდეს. გამოვედით ამისთვის. ჩვენც ხო გვინდა, ნათელ საქართველოში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა.

თედო ბურდული: მე არავიზე არ მიძალადია, მით უმეტეს ქარელზე. ვიყავი მლეთაში, გავიგე, რომ 5 ივლისს უნდა ყოფილიყო საქართველოს სადიდებელი პარაკლისი, წამოვედი. ქაშვეთიდან საპირფარეშოში ჩავედი, იქიდან რო გამოვედი, ზემოდან მორბოდა ხალხის მასა, ეს ხალხის მასა დამეჯახა მე. ფეხი დამიზიანდა და პოლიციამ გადამარჩინა. ქარელი კი არა, მე გამოვედი ნაცემი. ავდექი და წავედი უკან გუდაურში. მე იქ არავიზე არ მიძალადია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კონსტანტინე კოპალიანმა შვიდივეს პატიმრობა მიუსაჯა.

თედო ბურდულს - 3 წელი;

გიორგი წარუაშვილს - 1 წელი და 3 თვე;

გენო გერმანიშვილს - 3 წელი პატიმრობა;

გიორგი მაღრაძეს - 1 წელი და 3 თვე;

ზაზა ჭაავას - 1 წელი;

გიორგი ხეჩუაშვილს - 3 წელი;

მურად დევლარიშვილს - 1 წელი პატიმრობა.

საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, ასევე "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.

4 აპრილსვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა იმ შვიდი პირის განაჩენიც, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ 5 ივლისის საქმეზე, „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „იმედის“, „ტაბულას“, რადიო თავისუფლების, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში. მათგან მხოლოდ ერთს შეუფარდეს ჯარიმა.

რომეო კეკუტია - 1 წელი და 3 თვე;

გიორგი კახიანი - 1 წელი და 3 თვე;

გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და 3 თვე;

ილია ქებაძე - 1 წელი და 2 თვე;

თემურ ხარაული - 1 წელი და 2 თვე;

ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და 3 თვე.

უშანგი დათუნაშვილი - ჯარიმა 5 ათასი ლარი.

ოღონდ მოსამართლემ ბრალდებულებს მოუხსნა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდება, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლში გადაკვალიფიცირდა.

ამ ეპიზოდზე გამოცხადებულ განაჩენს არ ეთანხმებიან ორგანიზაციები „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) და აცხადებენ, რომ ამგვარი მიდგომა ფაქტობრივად გამორიცხავს 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბური, ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მაშინ, როდესაც დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებს. ორგანიზაციების შეფასებით, ეს არის საშიში მესიჯი საზოგადოებისათვის, რომ დანაშაულის ორგანიზება და მასში მონაწილეობა შეწყნარებულია სახელმწიფოს მხრიდან.

ამას გარდა, GDI-სა და HRC-სთვის კითხვებს აჩენს შეფარდებული სანქციის ზომაც, რომელიც ჰომოფობიური (სიძულვილის) მოტივის დროს კანონმდებლობის თანახმად უნდა იყოს უფრო მეტად მკაცრი, ვიდრე ასეთი მოტივის გარეშე ჩადენილი დანაშაულისას. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლი სიძულვილის მოტივს ყველა დანაშაულისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

„როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გამოკვეთა ასეთი გარემოება თორნიკე მანდარიასა და დავით ქორიძის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობის მოტივი იმ დღეს სწორედ ჰომოფობიური იყო. დამატებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდასხმისას თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე იმყოფებოდნენ „თბილისი პრაიდის“ მაშინდელ დირექტორ გიორგი თაბაგართან ერთად. შესაბამისად, თავდამსხმელებმა თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე დაუკავშირეს ლგბტ+ თემს და სწორედ ჰომოფობიური ნიშნით იძალადეს მათზე. შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ განაჩენით დადგენილი სასჯელი არ არის საკმარისად მკაცრი და არ შეესაბამება დანაშაულის სიმძიმეს“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ეს ორი ორგანიზაცია ერთობლივად ავრცელებს.

 

GDI და HRC არ ეთანხმებიან გამოცხადებულ განაჩენს ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და სასჯელის ნაწილში და მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, გაასაჩივროს მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში.

ყველას ხუთწლიანი პატიმრობა - ეს განაჩენი კი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ გამოიტანა.

აკაკი ნაკაშიძე: 5 წელი;

თორნიკე დავლაშერიძე: 5 წელი;

ცოტნე ჩიხლაძე: 5 წელი;

დავით კუტალაძე: 5 წელი;

ოთარ გელაშვილი: 5 წელი;

გია გიგუაშვილი: 5 წელი.

მოსამართლემ ერთ-ერთი მუხლის კვალიფიკაცია მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის შემთხვევაში შეცვალა - ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ. მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა ძალადობით, რადგან, მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იყო წარმოდგენილი.

სასამართლო სხდომების მიმდინარეობის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზო პოლიციით იყო სავსე.

იქვე იყვნენ შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებიც კოლეგების სოლიდარობის ნიშნად მართავდნენ აქციას, და ბრალდებულების ახლობლები და მხარდამჭერებიც.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შედეგით უკმაყოფილი ხალხის ამ ნაწილმა პროტესტის გამოსახატად აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლა, რადგან, მათი განცხადებით, სასამართლომ „დაკვეთა შეასრულა“.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 56 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 47 ჟურნალისტი.

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

სამართალდამცავ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



VIP

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия






Новости 24 часа

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»



Game News

Сегодня выходит Braid: Anniversary Edition на PC, консоли и смартфоны



Москва

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео



News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Авто

16-летнюю Volvo продали за рекордный срок



Москва

Сёмин рассказал, кто станет лучшим тренером сезона РПЛ



Карди Би

Карди Би в боди с металлическими сосками снялась для обложки глянца



Москва

Депутат ГД Метелев предложил штрафовать родителей за курение детей младше 16 лет



Карен Хачанов

Свищёв: МОК и ITF не будут реагировать на призывы наказать Хачанова



Москва

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink



Яндекс

Продвижение Песен и Музыки в Плей-листах Яндекс.Музыка.



Симферополь

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег



Москва

Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные



Москва

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Без весомых проблем. Легко ли жить, если весишь 200 с лишним килограммов

Подросток признался в убийстве домработницы в Новой Москве


Москва

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink






Rss.plus

Страдания юного Аюша Булчун

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о мерах поддержки предпринимательства в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Тагильский художник Александр Иванов создал металлическую скульптуру Булата Окуджавы в честь 100-летия поэта   




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

Кто создает «креативный код» страны?

В Росгвардии стартовал чемпионат по боксу "Кубок Победы"


WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Наташа Королева обратилась к публике после скандала вокруг концерта в Кремле



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России