უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც M142 ტიპის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემასაც (HIMARS) მოიცავს – “უკიდურესად უარყოფითად” განიხილავს.
„უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერი მიწოდება, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დაასახელოს ვაშინგტონმა, ზრდის რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.