Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ტრიბუნალი პუტინისთვის

ტრიბუნალი პუტინისთვის

ამერიკის სტრატეგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტმა New Lines-მა და კანადურმა რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, შეისწავლეს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა, რათა გაერკვიათ, შეიცავს თუ არა გენოციდის ნიშნებს რუსეთის სახელმწიფოს (არმიის) ქმედებები და შესაბამისი ანგარიშიც გამოაქვეყნეს. ამ ორგანიზაციებს დაახლოებით მსგავსი სამუშაო აქვთ ჩატარებული უიღურების გენოციდზე ჩინეთის პროვინცია სინცზიანში და როჰინჯის გენოციდზე მიანმარში. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ომის დანაშაულებისა და გენოციდების ისტორიაში არასოდეს ყოფილა მომხდარის ასეთი სწრაფი, ფაქტობრივად, ყოველდღიური დოკუმენტირება.

„ქმედებები, რომლებიც ჩადენილია ამა თუ იმ ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“ - ასე განსაზღვრავს გენოციდს კონვენცია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირმა და, რომლის რატიფიცირება მოახდინეს რუსეთმაც და უკრაინამაც.

როგორია გენოციდის დანაშაულის ნიშნები?

ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის წევრების მკვლელობა ან სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება

ჯგუფის განადგურებისთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნა

შობადობის შეზღუდვა და ბავშვების იძულებით გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში

გენოციდის ორგანიზებისა და თანამონაწილეობის გარდა, კონვენცია ასევე დანაშაულად მიიჩნევს გენოციდის ჩადენის საჯარო წაქეზებას

რადიო თავისუფლებამ ამერიკის სტრატეგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტისა და რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში განიხილა პროფესორ დევიდ შეფერთან, ომის დანაშაულებებში აშშ-ის პირველ ელჩთან (1997-2001 წწ.), ყოფილი იუგოსლავიის და რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალებისა და სიერა ლეონესა და კამბოჯის წითელი ქმერების რეჟიმის დანაშაულებათა სპეციალური სასამართლოს ერთ-ერთ დამფუძნებელთან.

 

„ნაციზმი, ფაშიზმი, გენოციდი... რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ერთსა და იმავეში ადანაშაულებენ. შესაძლებელია თუ არა უკრაინაში გენოციდზე საუბარი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით?“ - ამ კითხვის პასუხად დევიდ შეფერი ამბობს, რომ იმას, რაც ხდება უკრაინაში, შეიძლება ეწოდოს მასობრივი დანაშაული (atrocity crimes), რაც, თავის მხრივ, მოიცავს დანაშაულთა მთელ რიგ კატეგორიებს:

ომის დანაშაულები

დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ

გენოციდი

„ყველა მათგანს აქვს იურიდიული განსაზღვრება. არის კიდევ ერთი მუხლი - აგრესიის დანაშაული, - ამბობს დევიდ შეფერი, - ომის დაწყებისას, თებერვლის ბოლოს სახეზე იყო ომის აშკარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის არმია მშვიდობიანი მოსახლეობას წინააღმდეგ სჩადიოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო ის, რასაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჰქვია - სისტემატური თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე, საცხოვრებელ უბნებზე, რომელთა დროსაც რუსეთის სარდლობას მშვენივრად ესმოდა, თუ რას აკეთებდა. კონფლიქტის 75-ე-მე-80 დღეს კი გენოციდის მეტი ინდიკატორი გამოჩნდა. ცხადი გახდა, რომ ომი იყო აგრესია უკრაინელების, როგორც ასეთების, ანუ ეროვნული ჯგუფის წინააღმდეგ. ჰგავს თუ არა ეს გენოციდს? უკრაინული ქალაქების განურჩეველი დაბომბვა ერთმანეთის მიყოლებით - საცხოვრებელი მასივები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება და გაუპატიურება, ბავშვების დეპორტაცია - რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს?“

საკუთარი დანაშაულის მოწმეები

რუსეთის ხელისუფლება ყველა ბრალდებას ხელაღებით უარყოფს, ამბობს, რომ დანაშაულის შესახებ ყველა ინფორმაცია ფეიკი ანუ სიყალბეა, თუმცა არსებობს რუსი ლიდერების საჯარო გამოსვლები ან გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ისეთი მძიმე დანაშაულის მომზადებასა თუ განზრახვაზე, როგორიც არის, მაგალითად, გენოციდის წაქეზება. ასეთად საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტები განიხილავენ ვლადიმირ პუტინის ცნობილ სტატიას „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, დმიტრი მედვედევის არაერთ მოსაზრებას (მაგ. „უკრაინაში არ არსებობს არც მრეწველობა და არც სახელმწიფო“), ვლადისლავ სურკოვის „თეორიას“, რომლის მიხედვითაც, „არ არსებობს უკრაინა, არსებობს უკრაინიზმი ანუ სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობა“ და სხვა.

 

ამერიკული და კანადური ორგანიზაციების ანგარიშში ასევე მოხვდა ათობით სხვა რუსი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, რომლებიც მრავალი წელია უარყოფენ უკრაინას, უკრაინელებისა და უკრაინული ენის არსებობის უფლებას, რაც კონვენციის მიხედვით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დანაშაულის აღიარება იყო ვლადიმირ პუტინის მიერ 9 ივნისს გაკეთებული განცხადება ტერიტერიების დაბრუნების რუსულ ტრადიციაზე:

„როდესაც პეტრე პირველმა საფუძველი დაუდო ახალ დედაქალაქს, მაშინ ევროპის არცერთი სახელმწიფო არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთის კუთვნილებად. ყველა ამბობდა, რომ ის შვედეთისაა. არადა, იქ უძველესი დროიდან სახლობდნენ სლავები და ეს ტერიტორია იყო რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ. იგივე ეხება დასავლეთის მიმართულებასაც. ის აბრუნებდა ტერიტორიებს. პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება“.

ვლადიმირ პუტინის აღიარებას მიწების მიტაცების შესახებ და საკუთარი თავის შედარებას პეტრე პირველთან გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, რომლის თქმითაც, პუტინმა თვითონ დაადასტურა, რომ „კონფლიქტი“ არ დაწყებულა უკრაინაში რუსების გენოციდის გამოგონილი საბაბით.

„მათ მხოლოდ უკრაინის სისხლიანი დაპყრობა სურთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

საქმე ის არის, რომ მოსკოვი იქით ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდში, რაც, დევიდ შეფერის შეფასებით, სულ ცოტა, დამაჯერებლობას არის მოკლებული:

„უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ ქმედებას შეიძლება დისკრიმინაციული ვუწოდოთ, მაგრამ არის თუ არა ეს გენოციდი? შტატებში გვაქვს სხვადასხვა ჯგუფის დისკრიმინაციის მრავალი მაგალითი. ამ პრობლემებს შესაბამისი კანონების მიღებით ვაგვარებთ. არავინ ამბობს, რომ გენოციდი გვაქვს. გენოციდის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგუროს რომელიმე ჯგუფი. ეს ის არ არის, რაც დონბასში ხდებოდა, არავის უცდია რუსულენოვანი უმცირესობის განადგურება. როგორ შეიძლება დისკრიმინაცია შევადაროთ მასობრივ სამხედრო ტრანსსასაზღვრო შეჭრას მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის თანხლებით? ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. მეტიც, უკრაინამ სარჩელი შეიტანა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთს მოსთხოვა დაემტკიცებინა, რომ დონბასში გენოციდი ხდებოდა. რუსეთმა ამის დამტკიცებაზე უარი თქვა“.

რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინისათვის წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ე.წ. სარკისებრ ბრალდებებს (accusation in a mirror), რომლებიც გენოციდის წაქეზების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა. დევიდ შეფერის თქმით, „ასეთივე ტაქტიკა გამოიყენეს რუანდაში, როდესაც ჰუტუს მთავრობამ თქვა, რომ ტუტსებს გენოციდური ზრახვები ჰქონდათ. ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდა ეს. თუ თქვენ ამბობთ, რომ რომელიმე ჯგუფი აპირებს გენოციდის ჩადენას თქვენი ჯგუფის წინააღმდეგ ან უკვე სჩადის გენოციდს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია თქვენ აპირებთ გენოციდის აქტების ჩადენას ამ ადამიანების მიმართ“.

გენოციდის წაქეზება

გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით, დანაშაულად ითვლება გენოციდის წაქეზებაც.

„გენოციდის წაქეზებას ყველაზე ხშირად გენოციდამდე მივყავართ. მკვლელობები, აუტანელი ცხოვრების პირობების შექმნა, ბავშვების სხვა რეგიონებში დეპორტაცია - გენოციდის ყველა ეს აქტი იწყება წაქეზებით. წაქეზება ყოველთვის წინ უსწრებს გენოციდს, იქნება ეს 1930-იანი წლების ნაცისტური გერმანია თუ რუანდა. იმისათვის, რომ გენოციდი წარმატებული იყოს, უნდა მიიმხრო მასები. რუსეთში სახელმწიფოს აქვს ინფორმაციაზე მონოპოლია, ანტიუკრაინული განცხადებები კი ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ეს განცხადებები ჯარამდე, თითოეულ ჯარისკაცამდე აღწევს და ისინიც შესაბამის დასკვნებს აკეთებენ. ჩვენ ჯერ არ ვამბობთ სრული დარწმუნებით, რომ გენოციდის აქტები მოხდა უკრაინაში, შესაძლოა, ამ მოვლენების გამოძიებას წლები დასჭირდეს. ჩვენ ჯერ ვამბობთ: არსებობს საფუძვლიანი მიზეზები გენოციდზე სასაუბროდ. ხოლო რაც შეეხება წაქეზებას, ამის საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს. რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, პრეზიდენტმა პუტინმა, ბატონმა მედვედევმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ არაერთხელ ისაუბრეს უკრაინასა და უკრაინელებზე ისე, რომ მათი დეჰუმანიზაცია მოეხდინათ, რომ გაენადგურებინათ, რადგან ისინი არ იყვნენ ნამდვილი უკრაინელები, რომ ისინი უნდა ქცეულიყვნენ რუსეთის მოსახლეობის ნაწილად. სწორედ ეს არის გენოციდის ქმედებების წახალისება“, - უთხრა დევიდ შეფერმა რადიო თავისუფლებას.

- რუსეთის ხელმძღვანელობის გასამართლება თუნდაც მხოლოდ ამისთვის უკვე შესაძლებელია?

დევიდ შეფერი: „დიახ, ზუსტად. იცით, ძალიან ადვილია იმის თქმა: ჩვენ დაველოდებით რამდენიმე წელიწადს, შევაგროვებთ მტკიცებულებებს, წარვადგენთ სისხლის სამართლის სასამართლოში და გადავწყვეტთ, იყო ეს ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ გენოციდი. დიახ, მართალია, წლები დაგვჭირდება იმის განსაზღვრისთვის, თუ რა ხდება უკრაინაში სისხლის სამართლის თვალსაზრისით. წლები დაგვჭირდება! მაგრამ გენოციდის წინააღმდეგ კონვენციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გენოციდის პრევენციის ვალდებულებაა. შეუძლებელია მისი თავიდან აცილება, თუ არ მოხდება მისი გამოვლენა და იდენტიფიცირება, თუ არ დაერქმევა მას თავისი სახელი რაც შეიძლება მალე. რუანდაში ძალიან მწარე გაკვეთილი მივიღეთ: მსოფლიო ორი თვე ელოდა, რათა გენოციდისთვის გენოციდი ეწოდებინათ და მოქმედება დაწყებულიყო. მეორეც, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა - როგორ ვუპასუხოთ ამას? კონვენციის თანახმად, ხელმომწერ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, გააკეთონ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილონ და შეაჩერონ გენოციდის განვითარება. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ან ნატო ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში, ამას კონვენცია არ მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვხედავთ ნატოს სერიოზულ მხარდაჭერას - იარაღის მიწოდებას, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების დახმარებას და, რაც მთავარია, ნატოს ქვეყნები არ იზღუდავენ თავს უკრაინის დახმარებაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი. იდეალურ სიტუაციაში გენოციდის თავიდან აცილება შეიძლებოდა რუსულ არმიასთან პირდაპირი სამხედრო შეტაკებით, რათა იგი განდევნილიყო უკრაინის ტერიტორიიდან. თეორიულად ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ეს ძნელად შესაძლებელია. პირადად მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს იარაღის გაგზავნა, რათა უკრაინელებმა თვითონ დაიცვან თავი“.

ზღვარი ომსა და გენოციდს შორის

ანგარიშში, რომლის სრული სათაურია „დამოუკიდებელი სამართლებრივი ანალიზი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდისა და მისი თავიდან აცილების კონვენციის დარღვევის შესახებ“, ნახსენებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქი კირილეც, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს რუსეთის ინტერვენციას და, გარკვეულწილად, გამოდიოდნენ გენოციდის წამქეზებლებად.

„რელიგიურმა ინსტიტუტებმა რელიგიური შინაარსის მიცემით გააძლიერეს და გაამართლეს რუსეთის მთავრობის ნარატივი უკრაინაში შეჭრის აუცილებლობის შესახებ. 13 მარტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მოსკოვის პატრიარქმა კირილემ ხატი გადასცა რუსეთის ეროვნული გვარდიის თავმჯდომარეს, გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, რათა "ჯარისკაცები, რომლებიც სამშობლოს დაცვის გზას დაადგნენ, სულიერად გაძლიერდნენ". გენერალმა ზოლოტოვმა სამადლობელ სიტყვაში თქვა, რომ ხატი დაიცავს რუსეთის არმიას და დააჩქარებს "ნაცისტებზე" გამარჯვებას.

2022 წლის 15 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ შიპკოვმა მოსკოვში გამართულ ღვთისმეტყველთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა წარმოადგენს "ნაციზმის" ყველაზე ნათელ მაგალითს და დასძინა: "უწმიდესი პატრიარქი კირილე მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ხალხთან... ეს განსაკუთრებით შესამჩნევია განსაცდელების დღეებში, ახლა, როცა რუსეთი ისტორიაში ყველაზე არაადამიანურ იდეოლოგიას - ნაციზმს ებრძვის"“.

 

ცნობისთვის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც მთავრობის მხარეს დადგა მუსლიმებისა და ხორვატების წინააღმდეგ ომის დროს, თუმცა, სერბეთის მთავრობის წევრებისა და სამხედრო მეთაურებისგან განსხვავებით, რელიგიური ლიდერები პასუხისგებაში არ მიუციათ.

ანგარიშში ჩამოთვლილია საავადმყოფოების, სკოლების, ჰუმანიტარული დერეფნების, თავშესაფრების და ა.შ. დაბომბვა. საკითხავია, სად გადის ზღვარი ომსა და გენოციდს შორის?

„ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ ამ აქტებში არის პატერნი, ზოგადი სქემა, - ამბობს დევიდ შეფერი, - თუ საუბარია ორ ჯარს შორის ჩვეულებრივ კონფლიქტზე და ვიღაცამ საავადმყოფო დაბომბა, გენოციდზე არავინ ილაპარაკებს, ჩვენ ვიტყვით, რომ ჩადენილია ომის დანაშაული. სამედიცინო დაწესებულებები არ უნდა იყოს სამხედრო სამიზნე, ეს არის ჟენევის კონვენცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გენოციდის აქტებზე, როცა სახეზეა თავდასხმების მთელი სერია: საავადმყოფოების, საცხოვრებელი უბნების დაბომბვა; მასობრივი გაუპატიურებები და მკვლელობები; 180 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია რუსეთში. არსებობს მტკიცებულება, რომ ბევრი ადამიანი ძალით წაიყვანეს რუსეთში, თუმცა ვიღაც, სავარაუდოდ, საკუთარი ნებითაც წავიდა. ჟურნალისტები, უკრაინელები საუბრობენ ძალადობრივ დეპორტაციაზე და ეს ჰგავს იძულებით დეპორტაციას, დაგვიმტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის! ვფიქრობ, რუსეთის ინტერესებშია იმის თქმა, თუ რა დაემართათ ამ ბავშვებს“.

დევიდ შეფერი ასევე საუბრობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, სიკვდილით დასჯასა და წამებაზე ბუჩასა და კიევის სხვა გარეუბნებში:

„ბუჩა რომ იყოს გამონაკლისი, ამას შეიძლება ეწოდოს ომის დანაშაული, მაგრამ ბუჩას ჩვენ განვიხილავთ, როგორც მრავალი მსგავსი ქმედების ნიმუშს, რომლებიც ქმნიან გენოციდის მოზაიკას. ასე უნდა შეხედო მას“.

როდის და როგორ დაისჯებიან დამნაშავეები?

ანგარიშში ნათქვამია, რომ სრულმასშტაბიანი გამოძიების წარმოება შეუძლებელია, ვიდრე უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია. ცხადია, რუსეთის ჯარები ოკუპაციის პერიოდში ყველანაიარად შეეცდებიან გაანადგურონ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ვრცელდება კიდეც ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ფუნქციონირებს მობილური კრემატორიუმები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რის გარკვევას შეძლებს ტრიბუნალი, თუ რუსული ოკუპაცია დიდხანს გაგრძელდება?

დევიდ შეფერის თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და სწორედ ასეთი რამ ხდებოდა ბალკანეთში, სადაც სერბები თხრიდნენ მასობრივ საფლავებს მკვლელობების მტკიცებულებების გასანადგურებლად.

 

„გამომძიებლებმა შემდეგ შეაგროვეს რამდენიმე ფრაგმენტი ამ სამარხებიდან და ეს ყველაფერი სასამართლოს წარუდგინეს. იგივე მოხდება უკრაინაშიც. საერთოდ, საინტერესოა, რომ ბუჩაში ამდენი ცხედარი დატოვეს, რაც მტკიცებულებების შეგროვებას გააიოლებს. ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ჯარებს ისე სწრაფად მოუწიათ უკან დახევა, რომ დაკრძალვისთვის დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ქუჩაში ცხედრები მაინც საოცრებაა! დიახ, რთული იქნება მტკიცებულებათა ბაზის შეგროვება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ არის უზარმაზარი მასალა, მათ შორის, თანამგზავრების მონაცემები, რომლებიც ასახავენ ომის საათობრივ მიმდინარეობას. არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ სწრაფად შევაგროვებთ მტკიცებულებებს, ეს გაგრძელდება წლების, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში და წლების მანძილზე მიაყენებს ჩრდილს რუსეთსა და რუსებს. ბოსნიაში, 30 წლის შემდეგაც კი, 1990-იანი წლების გენოციდი ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი თემაა“, - ამბობს დევიდ შეფერი, რომელიც ასევე საუბრობს როგორც გამოძიების და შესაძლო სასამართლო პროცესის პროცედურაზე, ისე რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის განსასჯელის სკამზე ხილვის შესაძლებლობაზე.

„არსებობს რამდენიმე პროცედურა და ინსტიტუცია. ჰააგის სასამართლო მსგავს დანაშაულებზე პირად პასუხისმგებლობას განიხილავს. გარდა ამისა, არის უკრაინის სასამართლოები, სადაც უკვე ასამართლებენ რუს ჯარისკაცებს. ამ პროცესებსაც წლები დასჭირდება. ბალკანეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი 1990-იანი წლების დანაშაულებებზე, მაგრამ თუ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს არის ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ჩვენ ამისთვის არ განვსჯით რიგით სამხედროებს. საუკეთესო იქნებოდა გაეროს და უკრაინის მთავრობასთან ერთად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, როგორც ეს გავაკეთეთ კამბოჯაში სპეციალური სისხლის სამართლის სასამართლოს სახით, რაღაც მსგავსი იყო ნიურნბერგშიც.

შემდეგი საკითხი: როგორ უზრუნველვყოთ ბრალდებულების წარდგენა სასამართლოს წინაშე? რასაკვირველია, შესაძლებელია ისინი ჩაიკეტნონ რუსეთში და ასე დააღწიონ თავი მართლმსაჯულებას, მაგრამ ამ ლაქას მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებენ, იქნებიან ომის დანაშაულებში ბრალდებულები, ასე მოიხსენიებენ მათ. რამდენ ხანს აიტანს რუსი ხალხი ომის დანაშაულში ბრალდებულთა ხელმძღვანელობას, ეს დამოკიდებულია რუს ხალხზე. ზოგადად, შეიძლება სამართლის აღსრულებას დიდი დროს დასჭირდეს, მაგრამ ღირს ლოდინი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი დადებითი მაგალითი გვქონდა - ვინ იფიქრებდა, რომ მილოშევიჩი ან ჩარლზ ტეილორი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ეს მოხდა!“, - უთხრა დევიდ შეფერმა რადიო თავისუფლებას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

«Северная красота» пусков Плесецка



Здоровье

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Game News

Five new Steam games you probably missed (May 20, 2024)



Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



News Every Day

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga



Настроение

Старый Гоор.



Москва

Подмосковье стало участником фестиваля «Будущее в цветах» на ВДНХ



Анастасия Волочкова

Анастасия Волочкова рассказала в шоу Анфисы Чеховой на ТВ-3 о своём детстве



Москва

Из-за аварии двух легковушек центр Воронежа встал в пробках



ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый



Москва

Цифра дня: сколько диагнозов поставил ИИ-помощник для врачей от Сбера



Арцах

Лидер движения и партии «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 20 мая 2024 года посетил посольство Исламской Республики Иран в Москве



Симферополь

Театр и Культура, Россия и Дети: 15 мая театр кукол Ульгэр представил спектакль «Мүнгэн мүшэдүүд» в стенах Художественного музея для первых классов гимназии №29 Улан-Удэ



Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



Москва

Собянин исключил запрет для самокатчиков ездить по тротуарам в Москве



Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.

РИА Новости: полиция изъяла компьютеры из офиса журнала "Компания"

В редакции делового журнала «Компания» в Москве прошли следственные действия

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Москва

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала






Rss.plus

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Moscow.media
Москва

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Просто не афиширую»: куда пропала Волочкова с театральной сцены




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

Чья компания сильнее всех?

Сотрудница ОМОН "Оплот" приняла участие в костромском забеге «Галичское Заозерье»


ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России