ტვიტერზე მიმდინარე "ერთი სიტყვის" კამპანიაში ჩაერთვნენ პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და გლობალური კომპანიები
ტვიტერზე წამოწყებულ "ერთი სიტყვის" კამპანიას შეუერთდნენ პოლიტიკოსები, გლობალური ბიზნესები და ორგანიზაციები.
კამპანიის დაწყების გარემოებები დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის დაიწყო მაშინ, როცა აშშ-ის რკინიგზის კომპანიამ, Amtrak-მა, 2 სექტემბერს დაწერა ერთი სიტყვა, "მატარებლები", საკუთარი თავის აღსაწერად. ეს პოსტი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, ის 20,000-მდე პროფილმა გაავრცელა - და მალე ბევრმა სხვა ორგანიზაციამ თუ ოფიციალურმა პირმა გამოაქვეყნა ანალოგიური ფორმის პოსტი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კამპანიას გამოეხმაურა სიტყვით "თავისუფლება", გამოცემა Washington Post-ი წერს "ახალ ამბებს ["news"], NBA - სიტყვას "კალათბურთი", NASA - სიტყვას "სამყარო", კომპანია Starbucks-ი აქვეყნებს სიტყვას "ყავა".
ონლაინ-კამპანია, სავარაუდოდ, კვლავ გრძელდება.