ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია უკვე გაიმართა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერს მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. აბუ-დაბიში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციის წევრები არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.