პოდოლიაკი რუსეთის სარაკეტო იერიშზე: ნებისმიერი ფლირტი ტერორისტთან მთავრდება რაკეტით საცხოვრებელ შენობაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ მასიურ სარაკეტო იერიშს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
მისი თქმით, G20-ის სამიტის დროს რუსეთის მიერ მოწყობილი ასეთი თავდასხმა იმ ლიდერების დამცირებაა, რომლებიც მოსკოვთან დიალოგს მხარს უჭერენ.
„G20-ის სამიტის მიმდინარეობისას უკრაინის მასიური დაბომბვა რუსეთის მხრიდან დამცირებაა ყველა იმ ლიდერის, რომლებიც აგრესორთან „დიალოგს“ მხარს უჭერენ. გახსოვდეთ: რუსეთი არ გვთავაზობს მოლაპარაკებებს, არამედ ტერიტორიულ ულტიმატუმებს გვიყენებს. ნებისმიერი ფლირტი ტერორისტთან მთავრდება რაკეტით საცხოვრებელ შენობაზე“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“