ტოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში იმარჯვებს: საერთაშორისო ეგზიტპოლი
20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი იმარჯვებს. ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, მას ხმა მისცა 82 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში.
მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "ყველას წინააღმდეგ", ამ ვარიანტს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5 პროცენტზე მეტმა. ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ ოპოზიციის შეფასებით, პროსახელისუფლებო კანდიდატი, რომლებმაც ხმების 2-3 პროცენტი მიიღეს.
საარჩეევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 65%-ზე მეტმა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
ყაზახეთში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება, ნაცვლად აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადისა.
ყაზახეთის ოპოზიციის მტკიცებით, ვადამდელი არჩევნებით ყასიმ ჟომართ ტოყაევი ცდილობს, თავი დააღწიოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრეობას და საბოლოოდ იქცეს დამოუკიდებელ მმართველად, თუმცა თვითონ ტოყევი ამბობს, რომ „აუცილებელია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპლექსური გადატვირთვა იმ ახალი სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ყაზახეთის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებშია ასახული“.