როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები
ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმით და სხვა ნუტრინებით, მაგალითად, უცხიმო ყველი, უცხიმო რძე, იოგურტი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კვერცხი, თევზი, ხორცი აძლიერებს ძვლოვან სტრუქტურას და ასევე იცავს კბილის გარსს დაზიანებისაგან. დიდი რაოდენობით შაქრის, მარილის, კოფეინის მიღება ვნებს კბილების სიჯანსაღეს. გარდა ამისა, საზიანოა ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ასუსტებენ და შლიან კბილის ემალს. იმისათვის, რომ კბილების სინაჯსაღე შეინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ეს პროდუქტები.
- ავოკადო
- ნუში
- ორაგული
- მწვანე ჩაი
- რძე და რძის პროდუქტები
- სტაფილო
- ისპანახი
- ვაშლი
მოერიდეთ ტკბილი, გაზიანი სასმელების მიღებას და დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი. ეს არა მხოლოდ კბილების, თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
წყარო/ფოტო: Health Line