"სად მივდივართ? - ევროპაში" - ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ
15 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ. მათ დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე.