ოლექსი დანილოვი: კრემლი საზღვრების ჩაკეტვისთვის ემზადება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქვეყნის საზღვრებს ჩაკეტავს.
მისივე თქმით, რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ ჯარში გასაწვევად მაქსიმალური რაოდენობის მამაკაცები შეინარჩუნოს.
„ისინი აუცილებლად ჩაკეტავენ საზღვრებს, ამაში დარწმუნებულები ვართ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტზე არც ისე კარგად აქვთ საქმე. პუტინმა მთელი რუსეთი სასწორზე დააყენა ამ ომში, ჩვენ ამას კარგად ვხედავთ“, – განაცხადა დანილოვმა.