Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მიტროპოლიტი შიო: ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, მივა გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას

თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმ შიომ (მუჯირი)უძღები შვილის კვირის ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.

„ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან იკითხება სახარებისეული იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი უძღები შვილის შესახებ.

ეს იგავი იკითხება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვემზადებით დიდი მარხვისთვის. შესაბამისად, ვემზადებით სინანულისთვის, სინანულის ჟამისთვის. აი, სწორედ ამ იგავში, ალბათ როგორც არსად სხვაგან, არის აღწერილი და ნაჩვენები, თუ რა არის სინანულის არსი.

იყო ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი. კაცში იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი, შვილებში – მთელი კაცობრიობა. და აი, უმცროსი შვილი თითქოს ასე ეუბნება მამას, რომ მე შენ აღარ მჭირდები, მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო, ვერ დაველოდები შენს გარდაცვალებას, როცა მერგება ჩემი წილი ქონება მემკვიდრეობით. ამიტომ ახლავე მომეცი ეს ყველაფერი, რაც ჩემია. ისედაც, შემდგომში უნდა მერგოს და წავალ, ჩემს თავს მივხედავ, ახალგაზრდა ვარ, დიდი ცხოვრებაა ჩემ წინაშე და ა.შ.

მართლაც, მამა აძლევს ამ თავის წილ ქონებას და ეს უმცროსი შვილი მიდის. ამით იგავი გვაჩვენებს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომ მას, მართლაც, შეუძლია თავისი ნებისამებრ გამოიყენოს უფლის მიერ ბოძებული ნიჭები.

მიდის ეს შვილი, როგორც ამბობს სახარება, უცხო, შორეულ ქვეყანაში და იქ ვერ უმკლავდება ამ ქონებას, ვერ პატრონობს სათანადოდ, რომ გაამრავლოს და გაძლიერდეს, არამედ ცხოვრობს თავაშვებულად, ყველაფერს, მთელ ამ ავლადიდებას უბრალოდ გაფლანგავს.

ამით რას გვეუბნება ჩვენ სახარება? – რომ ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ.

ბოლოს ისე გაუჭირდება მას, ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ შეეკედლება ერთ იქაურ კაცს, ადგილობრივს, რომელიც მას დააყენებს ღორების მწყემსად და ეს შვილი ნატრობს, ნეტავ, ღორების სალაფავი მაინც მაჭამონო. სახარება დასძენს, რომ მაგრამ ამასაც ვინ აღირსებდაო, იმიტომ რომ ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქთად არ ეძლევა.

აი, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ეს კაცი. სახარება სიტყვებით, რომ ,,იგი მიდის შორეულ ქვეყანაში” – გვაფიქრებს ჩვენს ნამდვილ სულიერ მდგომარეობაზე, თუ რაოდენ შორს ვართ ღვთისგან, შორს ვართ მამისგან და აი, გაგება ამ სიშორისა, გააზრება, არის საწინდარი ნამდვილი სინანულისა, საწყისი სინანულისა, იმიტომ რომ, თუ ადამიანს როდისმე არ განუცდია, რომ იგიც შორს არის, იგიც უცხოობაშია ამ წუთისოფელში, თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ სწორედ ამ განშორების გამოცდილებიდან იბადება ნამდვილი სინანული და არა იქიდან, რომ ჩვენ ჩამოვთვალოთ ჩვენი მანკიერებები და შეცოდებები. ეს უფრო ადვილია, მაგრამ განცდა იმისა, რომ მე არ ვარ ჩემს ნამდვილ სახლში, რომ მე შორს ვარ, რომ მე დავკარგე და დავანგრიე რაღაც ძალიან ძვირფასი, წმინდა, ჩემი ცხოვრებით, ჩემი ცოდვებით, არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანს უნდება შემდეგ დაბრუნება მამასთან და დაბრუნება თავის ნამდვილ სახლში.

აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? – მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად. და ეს ყველაფერი მე დავანგრიე, უარვყავი, განვაგდე, და ავირჩიე უცხო ქვეყანაში წასვლა.

აი, ადამიანი ამას რომ აღმოაჩენს, ეს განაპირობებს იმას, რომ იგი ტრიალდება და ბრუნდება მამისკენ, ბრუნდება მამასთან. და აი, ეს უმცროსი შვილიც გონს მოეგო, როგორც ამბობს სახარება, გაახსენდა მამის სახლი, მამის სიყვარული, მამის სითბო, სიუხვე, დგება, ტრიალდება, მთლიანად ცვლის თავის ცხოვრებას და მიდის მამასთან, ბრუნდება სახლში.

ეს შესანიშნავი ეპიზოდია სახარებაში, როდესაც მამა დაინახავს შვილის მოახლოებას, პირველი გაიქცევა მის შესახვედრად, მიეგებება და ჩაიხუტებს მას.

აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც არის განკუთვნილი ყველასთვის, ვინც აპირებს მამისგან განშორებას და განდგომას, იმათ აფრთხილებს ეს იგავი, რომ შენ აუცილებლად დაანგრევ შენს ცხოვრებას და აღმოჩნდები პირუტყვის სალაფავთან. და ვინც უკვე განუდგა და დაეცა, მას ანუგეშებს და ეტყვის, ,,სასოს ნუ წარიკვეთ და გულს ნუ გაიტეხ, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის გელოდება შენ, შენს სინანულს და შენს მობრუნებას”, როგორც ნათქვამია სახარებაში, რომ დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, უფალმა ინებოს, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება აი, ამ უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ მისი ცხოვრება – ეს არ არის ღმერთის შვილის ცხოვრება.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იგავი ჩვენ გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ უფალს და დავიმკვიდროთ ჩვენ სასუფეველი მისი – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ილოცება შემდეგი გვარები: შიუკაშვილები და გულბიანები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Общее дело: в новом сезоне волонтеры продолжат работу по сохранению объектов культурного наследия в Архангельской области



Мир

В Астрахани прошли мероприятия, посвящённые Дню Победы




Українські новини

Виставку «Світ Велетнів» в парку Боздош (м.Ужгород) продовжено до 30.06.2024 року



Новости 24 часа

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве



Game News

В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble



Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.



News Every Day

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga



Блоги

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"



Москва

«Не надо бояться, будет не больно». Захарова удивилась панике США из-за «космического ядерного оружия» Кремля



Песня

Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.



Москва

Головные боли, головокружение, тошнота: опасно ли использовать очки виртуальной реальности



Рафаэль Надаль

Рафаэлю Надалю подмигнул слепой жребий // Первым соперником 14-кратного чемпиона будет четвертая ракетка мира Александр Зверев



Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о ключевой роли МСП в экономике страны



Владимир Путин

Путин поручил утвердить программы развития 10 регионов России



Симферополь

Книжная тематическая полка « Русский писатель марийской земли»



Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о ключевой роли МСП в экономике страны



Москва

Собянин рассказал о рейтинге регионов по уровню развития государственно-частного партнерства



Москва

Бизнес-эксперт Екатерина Паршина дала 3 совета, как не стать самодуром в компании



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.

Терапевт Денисова озвучила особенности метеозависимости


Москва

Театр «Модерн» представит спектакль к 130-летию Олдоса Хаксли






Rss.plus

Lipatov Sound заявил о выходе нового трека “Red City”

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале испытаний беспилотного трамвая в городских условиях и запуске виртуальной карты «Тройка»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Бутман и Агутин выступят на фестивале «Ангара-джаз» в Иркутске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта и повышении его доступности для граждан

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о спорте и ежедневных здоровых привычках

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии водных видов спорта в Ставрополье


ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Федеральные музеи войдут в систему RUSSPASS — Ольга Любимова



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России