საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
თევზები
ვინაიდან თევზები, როგორც წესი, ცნობილია თანაგრძნობითა და მზრუნველობით, შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ მას ამ სიაში პირველ ადგილას ხედავთ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ თევზები ზოგჯერ საკუთარი ემპათიური უნარებით, ძლიერი ინტუიციით, ფართო შესაძლებლობებით ზედმეტად “თამამდება” და ჰგონია, რომ ეს მას განსაკუთრებულს ხდის, რაც სხვებისგან გამოარჩევს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხშირად კარგავს ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის, ამიტომ შეიძლება დაიჯეროს, რომ რჩეულია, რაღაც დანიშნულებით მოევლინა სამყაროს, რაც საშიშ ილუზიებში გადავარდნას იწვევს.
მორიელი
მორიელს მოსწონს დაიჯეროს, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანია. მისტიკური, იდუმალი ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა ისეც ხდება, რომ ამ იმიჯს ხელოვნურად იქმნის, რადგან საკუთარი თავი უფრო მაღალი, მიუწვდომელი პოზიციიდან დაინახოს. ინტელექტუალია, კარგად შეუძლია სიტუაციის ანალიზი, ყოველთვის იცი, როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა და სწორედ ეს თვისებები განაპირობებს მის ამპარტავნებას. მორიელი ზოგჯერ ზედმეტადაა საკუთარ თავზე შეყვარებული, რაც არაჯანსაღ მიდრეკილებებს იწვევს.
ვერძი
ცეცხლის ნიშანია, ზოდიაქოს პირველი წარმომადგენელი, ბუნებით ლიდერია, შესაბამისად, ვერ ეგუება, სხვის უკან დგომას. უნდა, რომ იყოს გამორჩეული, უყვარს ყურადღება. მებრძოლია, სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული ვნება და ლტოლვა გააჩნია, უკან არაფერზე იხევს და არასოდეს ნებდება. ვერძს ძალიან უყვარს საკუთარი თავი და არც დიდი წარმოდგენების შექმნას ერიდება მასზე. სჯერა, რომ რჩეულია და მისი მოვალეობაა სხვებს წინ გაუძღვეს.