როგორ ვებრძოლოთ მარტოსულობის განცდას
როდესაც სოციალური კავშირების ნაკლებობას განვიცდით, ან საკუთარი ემოციების და ფიქრების ტყვეობაში ვვარდებით, ხშირად თავს მარტოსულად ვგრძნობთ. მარტოსულობა შინაგანი განცდაა, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლითაც მისი შემცირება შეგვიძლია. გაატარეთ უფრო მეტი დრო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად. შესაძლოა, თავიდან ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა დროთა განმავლობაში შედეგებს იგრძნობთ.
თუ მარტო დროის გატარება გიყვართ და თავს არაკომფორტულად გრძნობთ სხვების გარემოცვაში, ეცადეთ კვირაში ერთხელ მაინც მოინახულოთ მეგობრები და ახლობლები. სახლში რეგულარულად დარჩენა კომფორტის ზონას გვიქმნის და მისი დატოვება მით უფრო მეტად გვიჭირს, რაც უფრო დიდი დრო გადის. ეს თან სიამოვნებას გვანიჭებს, თან დეპრესიას და სტრესს გვიმძაფრებს.
თვითიზოლაცია ანადგურებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას, თვითშეფასებას, სოციალურ უნარებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახლში დარჩენის სურვილს ებრძოლოთ. გადით გარეთ, თუნდაც პარკში და ისეირნეთ ფეხით, ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ესტუმრეთ მუზეუმებს, გამოფენებს, საყვარელ ადგილებს.
როდესაც თავს მარტოსულად გრძნობთ, შეგიძლიათ ჟურნალის წარმოება დაიწყოთ. დაწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, განერვიულებთ, ასე უფრო უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ და ნაკლებად ინერვიულებთ. დაწერეთ ისიც, რისთვისაც მადლიერი ხართ. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ბედნიერი მომენტები.
ნუ დარჩებით უხმო გარემოში. ჩართეთ მუსიკა ხმამაღლა, ან საყვარელი ფილმი, სატელევიზიო გადაცემა. მოუსმინეთ პოდკასტებს, რადიოგადაცემებს, აუდიოწიგნებს. ყველაფერს, რაც ყურადღებას საინტერესო თემებზე გადაგატანინებთ ან თქვენი განწყობის უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებს.
ნაკლები დრო გაატარეთ სოციალურ მედიაში და ნაცვლად ამისა, ეცადეთ რეალური კავშირები დაამყაროთ ადამიანებთან. ნუ მოგერიდებათ თქვენს ემოციებზე საუბრის. სწორი ადამიანი ყოველთვის გაგიგებთ. რაც მთავარია, აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
წყარო/ფოტო: Health Line